ეს არის ივანიშვილის პირადი შურისძიება - თინა ხიდაშელი ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთლის საქმეზე

სულ ნახვები : 356
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

,,ცირკი, რომელიც დადგა ივანიშვილმა 3 წლის წინ”, - ასე აფასებს ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთლის საქმეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.

ხიდაშელის შეფასებით, რომელიც მან აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ,,ტვ პირველის” ეთერში გააკეთა, მიმდინარე საქმე, რომლის დასასრულიც ხვალ დადგება უფრო მეტად არის ივანიშვილის პირადი შურისძიება ამ ადამიანების მიმართ ვიდრე პოლიტიკური მოტივაციით ,,შეკერილი” საქმე.

,,ეს არის ისეთი პოლიტიკიური საქმე, როგორიც ამ ქვეყანაში არსოდეს ყოფილა. Უდიდეს შემთხვევებში ყველგან და საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს რაღაც ტიპის თეორიული  წანამძღვარი მაინც ჰქონდა, რომელსაც ადამიანი შეიძლება ჩასჭიდებოდა და ეს არის საქმე, რომელიც იმდენად მაღალი ხარისხის სამართლებრივი აბსურდია, რომ შეუძლებელია ადამიანს რაიმე სხვა განცდა გაუჩნდეს. Ეს საქმე უბრალოდ არ არსებობს, ფულის გათეთრების საქმე იმ გარემოებებში, რასაც პროკურატურა საუბრობს ამის არანაირი ნიშნები არ არსებობს. Მე აბსოლიტურად ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის მისი (ბიძინა იავანიშვილი) პირადი შურისძიება ამ ადამიანების მისამართით”, - განაცხადა ხიდაშელმა.

ხიდაშელმა საუბრისას ხაზი გაუსვა იმასაც, რომ უმძიმესი საგარეო პოლიტიკის არსებობის ფონზე,ნორმალური ქვეყნის მმართველი ამ წუთებში სხვა უმთავრესი საკითხებით უნდა იყოს დაკავებული და არა ცირკით.

,,ამ ვითარებაში, როდესაც ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ყველაფერს გააკეთებდა ხელისუფლება რომ ერთიანი რესურსით ჩაბმულიყო, ყველა ქვეყნის უსაფრთხოების პროცესში, ჩვენ ვუყურებთ ცირკს რომელიც დადგა იავანიშვილმა 3 წლის წინ და რომლის დასასრულიც ხვალ გვექნება, ეს არის საშინელება, მაშინ როდესაც ყველა უნდა ველაპარაკებოდეთ მოკავშირე ქვეყნებს, ჩვენ საქართველოში სხვა ამბებით ვერთობით”, - განაცხადა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, პროკურატურა ჯაფარიძე, ხაზარაძე, წერეთელს ფულის გათეთრებას ედავება, აღნიშნული საქმის სასამართლო განხილვა დღეს დასრულდა, რაც შეეხება განაჩენს, იგი ხვალ გამოცხადდება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა