ინსპექტორის სამსახურის ჯარიმა გაუქმებულია - სასამართლოს საახალწლო საჩუქარი იუსტიციის სამინისტროს

სულ ნახვები : 2,504
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაღებული კადრების გავრცელების გამო, სახელმწიფო ინსპექტორის მიერ დაჯარიმებული ისუტიციის სამინისტროს ბიუჯეტი, მოსამართლეების მიერ საქმის დაჩქარაებული წესით განხილვის და საახალწლო საჩუქრად მირთმეული გაუქმებული გადაწვეტილების ფონზე დაიზოგა.

,,ინსპექტორის სამსახურის” მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ 2021 წლის 3 დეკემბერს სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებაში ბრალდებულად ცნობილმა იუისტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა, სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და საჩივრის განხილვა დაჩქარებული წესით 2022 წლის დაგდგომამდე მოხერხდა.

"საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსხურის საჩივრები დაეწერა თბილისის საქალაქო სასამართლოს ორ სხვადასხვა მოსამართლეს. ორივე მათგანის მიერ საქმეთა განხილვა დაინიშნა უპრეცედენტოდ დაჩქარებულ ვადებში, წინასაახალწლოდ. აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომების პარალელურად საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობდა სამსახურის გაუქმების შესახებ საკომიტეტო მოსმენები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ზემოაღნიშნული ორივე საქმის განმხილველ მოსამართლესთან იშუამდგომლა საქმეთა გაერთიანებაზე, ვინაიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთი გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის მონაცემების გასაჯაროების ერთსადაიმავე ეპიზოდზე და მათ მიერ მონაცემთა დამუშავების შემთხვევები მჭიდროდ იყო დაკავშირებული ერთმანეთთან. არცერთმა მოსამართლემ სამსახურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა", - ნათქვამია ინსპქტორის განცხადებაში.

მისივე თქმით იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილება ინპექტორის სამსახურის გაუქმებამდე ჩაბარდება, გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრებენ.

,,იმედს ვიტოვებთ, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ჩაბარდება 2022 წლის 1-ელ მარტამდე (სამსახურის გაუქმებამდე), რათა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიეცეს მისი გასაჩივრების შესაძლებლობა", - ვკითხულობთ  განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა