მამუკა ხაზარაძე სასამართლოს განაჩენს პარტიის ოფისში დაელოდება

სულ ნახვები : 269
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

,,ყურით მოთრეული პოლიტიკური საქმე” - როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  უწოდა ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთლის საქმეს, სადაც მათ პროკურატურა ფულის გათეთრებას ედავება, ხვალ, 12 იანვარს დასრულდება.

,,იმ ხელისუფლებისგან, რომელმაც მიისაკუთრა მართლმსაჯულება და გახადა პოლიტიზირებული, უნდა ელოდო ნებისმიერ გადაწყვეტილებას” - ასეთია საქმის ერთ-ეთი მთავარი ფიგურანტის პარტია ,,ლელოს” დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მოლოდინები ხვალინდელ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

როგორც მან გადაცემა ,,რეაქციაში” საუბრისას განაცხადა, თბილსის საქალაქო სასამართლოს მიერ ხვალ გამოტანილი გადაწყვეტილება იქნება ლუსტრაცია იმის თუ როგორი ქვეყანაა საქართველო დღეს.

,,არ არის მნიშვნელოვანი რა გადაწყვეტილება იქნება ხვალ მიღებული, მნიშვნელოვანია რა ქვეყანაში ვიცხოვრებთ ხვალ და სწორედ ამის ინდიკატორი იქნება ეს გადაწყვეტილება. Სამი წელი მიდის ბრძოლა ჩვენი პერსონების მიმართ იმის გამო, რომ ამით ქვეყნის პერსპექტივა გაეჩერებინათ. Მე არ მინდა ისეთ მაჩანჩალა ქვეყანაში ცხოვრება, საიდანაც ჩემს შვილებს უპერსპექტივობის გამო გაქცევა მოუნდებათ ამ ქვეყნიდან.

მამუკა ხაზარაძის დაკავება იქნება ძალიან დიდი უსამართლობა და ქვეყნის ჩამოქცევა. Ამ ფაქტზე პირველი კურსის სტუდენტიც კი ერთ დღეში გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომ წაიკითხოთ რაც მოხდა”, - განაცხადა ხაზარაძემ.

,,ლელოს” ლიდერის თქმით, ბრძოლა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ამ ადამიანების მიმართ წამიწყო, თავადვე წააგო და ეს ყველაფერი ხაზარაძისთვის უფრო დიდი მოტივაციის მომცემია.

,,ეს თემა ბიძინა ივანიშვილმა წააგო, წააგო იმიტომ რომ ვერ გააჩერა, თუ მე დამაკავებენ ეს იქნება მოტივაცია ჩემთვის და მოტივაცია იმისთვის, რომ უფრო მეტად ჩავერთო ამ ქვეყნის ჭაობიდან გამოყვანაში. Თუ ჩვენ არ ვუითხარით ერთმანეთს, რომ ეს ქვეყანა არის ძალიან მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში, არაფერი არ გამოვა. ამ ჭაობიდან გამოსავალი არსებობს და არსებობს პერსპექტივები, თუმცა არა ამ ადამიანებთან ერთად”, - განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, სასამართლო განაჩენს ხვალ პარტიის ოფისში, თანამოაზრეებთან ერთად დაელოდება.

,,სასამართლო სხდომა დღეს დასრულდა, ჩვენ ხვალ სასამართლო სხდომაზე არ გამოვცხადდებით, გადაწყვეტილებას მოვისმენ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად პარტიის ოფისში, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული ამას დავემორჩილებით. რაც შეეხება იმას, ველდოები თუ არა გეტყვიტ, თუ რამ არსებობს ამ ქვეყანაში იოტისოდენა სამართალიც კი, მე არ ველოდები გამამტყუნებელ განაჩენს, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ვცხოვრობთ უსამართლო ქვეყანაში, არაფერს არ გამოვრიცხავ. ალბათ ახლა მესიჯბოქსს ამზადებენ უკვე, თუ რა უნდა ილაპარაკონ ხვალ”, - განაცხადა ხაზარაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა