ეგეთი კარაქივით ტვინი არ არსებობს, ნაოჭი არ აქვს კაცს - გიგი უგულავა ირაკლი ღარიბაშვილზე

სულ ნახვები : 20,560
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

,,დიდი ხანია ,,ქართული ოცენა” მართავს ქვეყანას ისე, რომ კრიტიკული ადმიანები მათთვის აღარ არსებობს, მხოლოდ მათი ტელევიზორი უჩვენებს მათთვის” - ასე ეხმაურება პოლიტიკოსი გიგი უგულავა ,,ქართული ოცნების” ტაქტიკას, რომლის მიხედვითაც, ის ყველა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს და სტრუქტურას ჭყლიტავს.

უგულავას განცხადებით, რომელიც მან გადაცემა ,,რეაქციაში” გააკეთა, ირაკლი ღარიბაშვილი არის კარგი შემსრულებელი და ის ბიძინა ივანიშვილს სჭირდება მანამ, სანამ სააკაშვილი, რომელიც შენელებული მოქმედების ნაღმს უდრის ხელისუფლებისთვის, არის ციხეში.

,,სანამ სააკაშვილი ციხეში იქნება, მანამდე ღარიბაშვილს ივანიშვილი არ გაუშვებს, როგორც კი სააკაშვილი გატავისუფლდება პირველი კობახიძე შეჭამს ღარიბაშვილს, ეგენი ვირთხებივით არიან.  ეს კაცი არის შემსრულებელი ყველა სიბინძურის, აბა ღარიბაშვილს რა ეკონომიკა ესმის? მას არაფერი არ ესმის, ეგეთი კარაქივით ტვინი არ არსებობს, ნაოჭი არ აქვს კაცს, ფულის მცველია უბრალოდ”, - განაცხადა უგულავამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები