ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა დაფინანსების ტიპი იცვლება

სულ ნახვები : 237
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჯანდაცვის სამინისტრო,  ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პროგრამის შეცვლას აპირებს.  ეს გახლავთ სპეციალური პროგრამა, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოსა და  გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ხორციელდება. ევროკავშირიდან მიღებული დაფინანსების მიუხედავად, მაინც ვერ მოხერხდა ამ

ბავშვების სრული იდენტიფიცირება, რაც დოკუმენტების მოწესრიგებას გულისხმობს. ასევე ვერ მოხერხდა მათი განათლების სისტემაში ჩართვა, ვინაიდან არ არსებობს ელემენტარული აღრიცხვის სტატისტიკა. ამ ეტაპზე, ერთადერთ პოზიტიური ფაქტი  24 საათიანი თავშესაფარი.

ქუჩაში მცხოვრებ ბავშვთა   მომსახურების მიწოდებას ისევ სოციალური მომსახურების სააგენტო განახორციელებს, მაგრამ შეიცვლება დაფინანსების ტიპი. დღეის მონაცემებით პროგრამაში ჩართულია  400-მდე ბავშვი.

ცუდი ფაქტია ასევე ის, რომ ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვების უფლებების უკეთესად დაცვის მიზნით პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი დღემდე არ არის განხილული.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა