გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან 20-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს

სულ ნახვები : 611
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს, 20 ზე მეტი თანამშრომლისთვის მიზეზი არავის აუხსნია.

3-მა მათგანმა დახმარებისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართა.

“სრულიად მოულოდნელად გამოუცხადეს, რომ ათავისუფლებდნენ სამსახურიდან, მიზეზები არ განუმარტეს და ბრძანებაც არ ჩააბარეს დღემდე. თანამშრომლები არიან 4-8 და 15 წლიანი სტაჟით და არ იციან რატომ გაათავისუფლეს. ჩვენ ჯერჯერობით, მხოლოდ 3-მა თანამშრომელმა მოგვმართა”, – ამბობს “Cnews” - თან ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლექსო მერებაშვილი.

ლექსო მერებაშვილის თქმით, მათ უკვე მოითხოვეს გათავისუფლების შესახებ ბრძანებები და დიდი ალბათობით საქმე სასამართლოში გადაინაცვლებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა