ქუთაისის უნივერსიტეტში ევროპელი ბოშები ისწავლიან

სულ ნახვები : 109
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი  მიხეილ ჩხენკელი რუმინეთის ელჩს რეზვან როტუნდუს შეხვდა და მასთან განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა.

რუმინელი ელჩი განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტით დაინტერესდა.

ჩხენკელმა თავის მხრივ სტუმარს შესთავაზა, რომ  უნივერსიტეტის კარი მუდამ ღია იქნება რუმინელი სტუდენტებისთვის.

 რუმინეთის მოსახლეობის 11 პროცენტს ბოშები შეადგენენ. მას შემდეგ, რაც რუმინეთის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში მათ ქურდები და მუქთახორები უწოდეს, ქვეყანა კინაღამ ევროკავშირიდან გარიცხეს, ხოლო რუმინეთის პრეზიდენტი 189 დოლარით დააჯარიმეს.

ამის შემდეგ, ქვეყნის მეთაურს ვალდებულება ააღებინეს, რომ ნებისმიერ აქტივობებში, პირველ რიგში კი საგანმანათლებლო სექტორში, მათ პრიორიტეტები მიენიჭებოდათ. ასე რომ, არ არის გამორიცხული, ქუთაისის უნივერსიტეტში რუმინელმა ბოშებმა ისწავლონ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები