ბრიუსელში დღეს ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელზედაც მხარეებმა უსაფრთხოების გარანტიებზე ისაუბრეს

სულ ნახვები : 223
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის მოკავშირეებმა დღეს რუსეთს მოუწოდეს, გაიყვანოს თავისი ჯარები და პატივი სცეს საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

"საქართველოში, უკრაინაში, ყირიმში, ასევე მოლდოვაში-რუსეთს ჰყავს სამხედრო ძალები. ეს ჯარები ტერიტორიაზე იმყოფებიან აღნიშნული ქვეყნების მთავრობების ნებართვის გარეშე. ისინი იქ არავის მიუწვევია და არავისთვის არის მისასალმებელი. ნატო-ს მოკავშირეებმა დღეს რუსეთს მოუწოდეს, უკან გაიყვანოს თავისი ჯარები და პატივი სცეს საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ფუნდამენტური პრინციპები, რომელსაც ყველა ქვეყანამ უნდა სცეს პატივი ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.

სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო არ აპირებს კომპრომისზე წასვლას.

"ჩვენ არ წავალთ კომპრომისზე ევროპაში რომელიმე ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რომელიმე ქვეყნის უფლებაზე, თავისით აირჩიოს საკუთარი გზა და ნატო-ს მოკავშირეების უფლებაზე, დაიცვან ერთმანეთი“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა