რაზე ისაუბრებს ხვალ მიხეილ სააკაშვილი? - რა განცხადება გააკეთა ნიკა გვარამიამ?

სულ ნახვები : 535
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

“ვისაუბრეთ ხვალინდელ პროცესზე, დაახლოებით იმ შტრიხებზე, რა შეიძლება იყოს, როგორ, რაზე უნდა ისაუბროს“ - ეს განცხადება ,,მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა და მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა უფლებადამცველმა ნიკა გვარამიამ, რუსთავის მ-12 სასჯელასრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ გააკეთა.

გავარამიას თქმით, სააკაშვილი არის მხნედ და სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ ხვალინდე 13 იანვრის პროცესზე წარსდგეს.

,,თავს გრძნობს ისე, როგორც ადამიანი, რომელიც იმყოფება იმ სისტემაში, რომელთანაც მას არაჰუმანურად და ღირსების შემლახავად და არაადამიანურად მოექცნენ. ვისაუბრეთ ხვალინდელ პროცესზე, დაახლობეით იმ შტრიხებზე, რა შეიძლება იყოს, როგორ, რაზე უნდა ისაუბროს და ა.შ. აზრები გავცვალეთ. დანარჩენს ხვალ ის თვითონ ისაუბრებს დაწვრილებით, უბრალოდ ერთი რემარკა მინდა გავაკეთო - ის მიიჩნევს, რომ დღის წესრიგის მთავარი თემა არის და უნდა იყოს კიდევაც ის, თუ რა მდგომარეობაშია ქართველი ხალხი და საქართველოს სახელმწიფო, რომელიც მიტაცებულია. ამიტომ სრულიად მისი პირადი პოზიციაც არის და ეთანხმება იმ პოლიტიკოსების პოზიციას, ვინც ამგვარად მიიჩნევს სწორედ და ფიქრობს, რომ მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთაც და ტყვეობაც უკავშირდება სწორედ ამას და არა პირიქით, დანარჩენზე თვითონ ისაუბრებს დაწვრილებით და მოვისმენთ ხვალ“, - განაცხადა გვარამიამ.

შეგახენებთ, ხვალ 13 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესია ჩანიშნული.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა