მეგი გოცირიძე: „მიშას თავად მიშა გაათავისუფლებს“

სულ ნახვები : 5,465
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

13 იანვარს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი იმართება. პარლამენტის ყოფილი წევრი მეგი გოცირიძე CNews-თან საუბარში ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი აუცილებლად გამოვა ციხიდან და შემდეგ უკვე საქართველოს გაათავისუფლებს.

მეგი გოცირიძე:

_ გეკითხებით ეს არის სამართალი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იყოს და კოლექტიური ვაჰაგან ჩახალიანები თავისუფლად დადიოდნენ? საქართველოს მესამე პრეზიდენტი აუცილებლად გამოვა ციხიდან. მიშას თავად მიშა გაათავისუფლებს და მერე ის საქართველოს გაათავისუფლებს. მიშა რომ თავისუფალი იქნება ამაში ეჭვი არ მეპარება.

_ რატომ ხართ ამაში ასეთი დარწმუნებული?

_ რატომ? იმიტომ რომ მიშაზე მაგარი მხოლოდ მიშაა. მიშას შეიძლება მხოლოდ მიშამ აჯობოს.

_ დღეს სააკაშვილი ციხეშია და გამოდის რომ მას ივანიშვილმა აჯობა.

_ ვერ დაგეთანხმებით. მიხეილ სააკაშვილი იმიტომ ჩამოვიდა, რომ ციხეში ჩამჯდარიყო. სააკაშვილმა სამი დღის განმავლობაში საქართველო ისე მოიარა ვერავინ ვერ გაიგო, რომ ის აქ იმყოფებოდა. მერეც თავად გამოიძახა გლოვოს კურიერი რომ მისთვის მიეგნოთ და დაეჭირათ. იმ მიშაზეა საუბარი, რომელსაც სახლიც კი არ აქვს თბილისში. აჭარაში უამრავი ინვესტორი შემოიყვანა, რომლებიც სასტუმროებს აშენებდნენ. ისინი სააკაშვილს ეხვეწებოდნენ ერთ ნომერს გაჩუქებთო. უარს ეუბნებოდა.

19 მილიარდი წაიღოო ამბობდნენ ქოცები და პიჯაკი შერჩათ ხელში ამ გარეწრებს. მიშასთვის ყველაზე დიდი ქონება არის გაცემული და არა დაგროვილი. მიშამ ივანიშვილისგან განსხვავებით კარგად იცის, რომ ამ ქვეყნიდან ყველა ისეთივე შიშველი მიდის, როგორც მოდის. მიშასთვის მთავარი არის ეს ქვეყანა. ქვეყნის სიყვარული რომ არა, მას საქართველოში რა ჩამოიყვანდა, სადაც გარანტირებული ჰქონდა ციხეში ჩაჯდომა.

_ იქნება უკრაინაში აღარ დაედგომებოდა. „ოცნება“ ამ ვერსიასაც განიხილავდა.

_ უკრაინაში მიშას ყველაზე დიდ პატივს სცემდნენ. ლამის 50 მილიონიანმა ქვეყანამ მიშა წლის პოლიტიკოსად დაასახელა. ამაზე მეტი აღიარება რაღა გინდათ.3,5 მილიონიან წილხვედრში კი მას მოღალატეს ეძახიან ისინი, ვინც ქვეყნის მაოხრებელი ჯაბა იოსელიანის დიდუბის პანთეონში დაკრძალა. მიშას ის ხალხი ლანძღავს, ვინც სამებიდან პატივით გამოასვენა შევარდნაძე. ის ხალხი სდებს ბრალს მესამე პრეზიდენტს, რომელსაც არ ადარდებს მოღალატე თენგიზ კიტოვანი თავისუფლად რომ დადის ქუჩაში. ის კიდევ უნამუსოდ სკანდირებს, ძირს პირსისხლიანი სააკაშვილიო. გესმით ხალხო, კიტოვანი იძახის სააკაშვილზე სისხლიანიო.

საქართველოს დაუძინებელი მტრის პუტინის ბიზნესპარტნიორი აზის დღეს ქვეყანას თავზე. ივანიშვილი ძარცვავს და ანადგურებს საქართველოს და მიხეილ სააკაშვილს ეძახიან კიდევ დამნაშავეს. საქართველოს ფეხზე დამყენებელ კაცს საქართველოს მოქალაქეობა წაართვეს და ახლა ციხეში წამებით კლავენ. მიშას ესენი ვერ მოკლავენ. მიშა მაგარია და როგორც თავში უკვე გითხარით, მიშას ციხიდან თავად მიშა გაათავისუფლებს.

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი, CNews

 

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა