გიორგი ფხაკაძე: გასკდით გულზე! თქვენ ხრუშჩოვკაში ცხოვრობთ, მე სასახლე მაქვს ჟენევაში

სულ ნახვები : 32,810
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჟენევაში მყოფი გიორგი ფხაკაძე, რომელსაც თავის გვერდზე "219" თანამდებობა აქვს მითითებული, სადაც მუშაობდა, ამჯერად ჟენევის ქუჩებიდან გვმოძღვრავს:

"ძროხის ტვინი და ღორის ტვინი არ გამოგადგებათ, რამდენიც არ უნდა ჭამოთ. არაფერი არ გეშველებათ. თქვენ წერეთ და იკითხეთ, ფხაკაძე კიდევ დადის ჟენევაში. დიახ, გასკდით გულზე! თქვენ "ხრუშჩოვკაში" ცხოვრობთ, მე ორი სასახლე მაქვს - ერთი თბილისში მაქვს და მეორე საფრანგეთში. ბინაზე აღარ ვიძახი კიდევ. ქუთაისის სახლიც კი, რომელიც მამაჩემმა ჩადო იპოთეკაში, მე გამოვისყიდე. ბებიაჩემი კატია მკერავი იყო - სულ კერავდა და კერავდა ცხონებული. ეგეთი მუშა იყო, სხვადასხვა ატელიეში მუშაობდა. დედაჩემი რომ გაჰყვა მამაჩემს ცოლად,  ჩემი თვალით მაქვს ნანახი ეს, 20 თეთრიანი პარკები იყო მაშინ და ეს პარკი ოქრო-ბრილიანტით იყო სავსე. მეც ჩემი შრომით მაქვს ყველაფერი. მეკითხებიან, ბატონო გიორგი, ამდენ სტატიებს როგორ წერთო და ვაი თქვენს პატრონს უბედურს! ვერ და-მე-წე-ვით! მე რომ ვწერ, "ეტა კაკ სემეჩკი", თორემ ბზიკმა რომ მიკბინოს, ეგრევე 30 სტატიას დავწერ. მაქვს ძალიან ბევრი ქონებები საქართველოში და არასაქართველოში.

ნახირი კარგი არის და ბევრი ფულია იქ. ნუ გვთარსავო რომ მწერთ, თარსვა  21-ე საუკუნეში არ გამიგია მე. გინდათ, ფუფალას ვაქცინის რეცეპტი  გამოგიგზავნოთ? ის აჩკებიანი კაცი, ვერ ვიტან. ასტროლოგიურ პროგნოზებს რომ წერს. თუ ასე კარგად იცის, რა მოხდება წინ, რატომ არ აქვს ფული. ეგ თბილისშია, მე ჟენევაში. მაგის და ჩემი სახლი შეადარეთ. იჰ-ჰა-ჰა" - გველაპარაკება ლაივით გიორგი ფხაკაძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები