ქალბატონო ემა, თქვენი პირადი საქმეები გქონდათ გასარჩევი ჩემთან, გეთქვათ! - დაპირისპირება პირდაპირ ეთერში

სულ ნახვები : 22,620
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით,  დენის იმპორტირებიდან ფულს იღებს უჩა მამაცაშვილი, კახი კალაძე, ასევე მასთან ასოცირებული ბიზნესმენები და ადამიანები. ამის შესახებ დეპუტატმა „პალიტრა ტვ“-ს ეთერში ისაუბრა ემა ტუხიაშვილთან გადაცემაში, სადაც მასა და ტელეწამყვანს შორის დაპირისპირება  მოხდა.

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ გადაცემის წამყვანმა, ემა ტუხიაშვილმა ხაბეიშვილს კითხვა დაუსვა - ნოღაიდელის სახელი ხომ გსმენიათ, რომელიც წინა ხელისუფლების პრემიერი იყოო. „ნოღაიდელი კალაძის ძმაკაცი ხომ არ არისო?“ - უპასუხა ლევან ხაბეიშვილმა, რაზეც ემა ტუხიაშვილი საკმაოდ  ემოციურ ტალღაზე გადავიდა

„მე თქვენთან წლების განმავლობაში კარგი ურთიერთობა მქონდა, ბატონო ლევან, მაგრამ შემდეგ ჩემს ტელეფონსაც აღარ პასუხობდით, მაშინ, როდესაც არასამთავრობო  ორგანიზაცია გქონდეთ და საინტერესო კვლევებს აქვეყნებდით თბილისის მერიის კორუფციულ გარიგებებზე, მე ხშირად ვბეჭდავდი თქვენს კვლევებს.  მერე არ ვიცი რა მოხდა, რაღაც არ მოგეწონათ და ჩემს ზარებს აღარ პასუხობდით. ასე რომ, ახლა ძმაკაცობაზე საუბარს ნუ ჩამოვაგდებთ - დრო იცვლება და იცვლება დამოკიდებულებები ადამიანებს შორის“.

ჟურნალისტის ასეთი შეტევის შემდეგ, ლევან ხაბეიშვილს ჯერ გაოგნება, შემდეგ კი ერთობ უცნაური ღიმილი დაეხატა სახეზე და: 

„თქვენ თუ თქვენი პირადი  საქმეები გქონდათ გასარჩევი ჩემთან, გეთქვათ, მაგრამ მაყურებელს მინდა ვესაუბრო კონკრეტულ პრობლემებზე და თქვენ კი პირად საქმეებს აღწერთ, როდის ტელეფონზე გიპასუხეთ და როდის არა“ - დააწყნარა ლევან ხაბეიშვილმა აღელვებული ჟურნალისტი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა