ბასილაშვილის მეტოქედ ისევ მარი ერგო

სულ ნახვები : 295
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი და ბრიტანელი ენდი მარი ერთმანეთს ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეშიც შეხვდებიან. შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს ამ ჩოგბურთელებმა სიდნეის ტურნირის მერვედფინალში ითამაშეს და მარის გამარჯვებით დასრულდა – 6:7, 7:6, 6:3.

ჩოგბურთელები ამჯერად კორტზე 17 იანვარს გავლენ. ბასილაშვილი ტურნირში 21-ე განთესვით ჩაებმება, მარის კი, „უაილდ ქარდის“ წყალობით მოხვდა.

უნდა ითქვას, რომ ამ წყვილში გამარჯვებულს საკმაოდ კარგი ბადე აქვს: განთესილთაგან ნორვეგიელი კასპერ რუუდი (მე-8), იტალიელი იანიკ სინერი (მე-11) და ავსტრალიელი ალექს დე მინორი (32-ე) მოხვდნენ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები