მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ბრძოლის მეორე ეტაპს იწყებს

სულ ნახვები : 133
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

....

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე, ბრძოლის მეორე ეტაპს აანონსებს და ევროპული სასამართლოსთვის მიმართვასაც არ გამორიცხავს.

Cvews ამასთან დაკავშირებით ზვიად კორძაძეს ესაუბრება:

_ ბატონო ზვიად, რას გულისხმობთ ბრძოლის მეორე ეტაპში?

_ ბრძოლის მეორე ეტაპში ვგულისხმობ იმას, რომ ამ განაჩენს ჩვენც ვასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში, იმიტომ რომ არავითარ თაღლითობას ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად, ეს იყო ბრალდების მხარისთვის გამოსავლის პოვნა.

_ როგორი იქნება თქვენი დაცვის სტრატეგია სააპელაციო სასამართლოში?

_ არანაირად არ ვაპირებთ ამოვეფაროთ ხანდაზმულობის მუხლს და ვაპირებთ დავამტკიცოთ, რომ საერთოდ არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად,  ეს იქნება სწორედ ჩვენი ბრძოლის მეორე ეტაპი. ცნობილია, რომ პროკურატურა გაასაჩივრებს ამ განაჩენს და ისინი მოითხოვენ, რა თქმა უნდა, ფულის გათეთრების მუხლით კვალიფიკაციის შეცვლას. ჩვენ ამაზეც მზად ვართ, რომ ვუპასუხოთ.

_ ფაქტობრივად ორი ეტაპი გაქვთ წინ -  აპელაცია და უზენაესი სასამართლო?

_ დიახ,  და თუ ეს აბსურდული ბრალდება თაღლითობასთან დაკავშირებით ქართულ სასამართლოს არც ერთ ინსტანციაში არ მოიხსნა, რისი დიდი იმედიც მაქვს, წინ სტრასბურგი გველის, რისი ცალსახა ნიშნებიც არის დაზარალებულის არ მქონე საქმეში. საქმე, რომელიც ფულის გათეთრებით მიმდინარეობდა, უცებ აღმოჩნდა გადაკვალიფიცირებული თაღლითობაზე. არადა, ამ უკანასკნელს აუცილებლად სჭირდება დაზარალებული და რომელზეც მსჯელობა ჩვენ სასამართლოში არ გვქონია. ეს კი არღვევს სამართლიანობის პრინციპს.

_ პროკურატურა იგივე ბრალდებებით შევა აპელაციაში?

_ დიახ, ბრალდების მხარეს არაფრის დამატების უფლება არ აქვს.

ავტორი: თამარ როსტიაშვილი, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები