ძმის მკვლელობაში ბრალდებულს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

სულ ნახვები : 256
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, აჭარაში, კონკრეტულად კი ქობულეთის მუნიციპალიტეტ სოფელ ჩაისუბანში 2021 წლის აპრილის თვეში მომხდარი საზარელი მკვლეობის ჩამდენ პირს, რომელმაც საკუთარ ძმას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, 13 წლით პატიმრობა შეეფარდა.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 16 აპრილს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში ბ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი უთანხმოების გამო, თოფიდან გასროლით ძმას ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა“, - ნათქვამია განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა