"რუსთავი 2" გადაცემებს ხურავს - რა ხდება არხზე?

სულ ნახვები : 18,783
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2“ იმ გადაცემებს ხურავს, რომელთა გარანტირებულ წარმატებაზე არხის მენეჯმენტი ჯერ კიდევ 2021 წლის სექტემბერში, ახალი სატელევიზიო სეზონის დასრულებისას საუბრობდა.

,,ანნას შოუ”-მ, რომელიც ქართულ სატელევიზიო სივრცეში მსოფლიო მასშტაბის ,,ელენის შოუ“-ს ანალოგი უნდა ყოფილიყო, ეთერში სულ რამდენიმე თვეს გასტანა და ისევე დაიხურა. გავრცელებული ინფორმაციით, არხი გადაცემის წამყვან ანა ჩირაძესაც დაემშვიდობა, რომელმაც პოპულარული სერიალი ,,ჩემი ცოლის დაქალები“ სწორედ ამ პროექტის გამო დატოვა.

,,ანნას“ შოუ არ არის ერთადერთი, რომელსაც ,,რუსთავი 2“-ის მაყურებელი ვეღარ იხილავს, ზუსტად იგივე ბედი გაიზიარა ასევე ძალიან დიდი მოლოდინის მქონე ,,he talk show“-მაც.

დახურულ გადაცემებთან დაკავშირებით არხის მენეჯმენტი განცხადებას არ აკეთებს, თუმცა CNews-თვის ,,რუსთავი 2“-დან წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ორივე გადაცემა ძალიან მაღალი ბიუჯეტის  მქონე იყო, თუმცა, შესაბამის რეიტინგს ვერ წერდა, სწორედ ამიტომ არხმა ეს გადაწყვეტილება მიიღო. წყაროს ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში არხზე რეორგანიზაციაც იგეგმება.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშმა გადაიბარა, შემდგომ კი არხის თანამფლობელი მედიასაშუალება ,,Prime Time”- გახდა, ,,რუსთავი 2“-ის სატელევიზიო რეიტინგი მკვეთრად დაეცა, რასაც არხიდან წარმატებული პროექტების ,,პროფილის“ და ,,კომედი ჯგუფის“ მიერ არხის დატოვება მოჰყვა, სატელევიზიო რეიტინგის ვარდნაზე გავლენა ,,რუსთავი 2“-ის მთავარი სახეების სხვა მედიასაშუალებებში გამოჩენასაც მოჰყვა, რომლებმაც თავიანთი ერთგული მაყურებელიც თან გაიყოლეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები