სად მიდის მიშა სესიაშვილი? რა ხდება “მთავარ არხზე“? - რა უპასუხა ტელეწამყვანმა CNews-ს?

სულ ნახვები : 16,666
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

,,ყველაფერს აქვს დასაწყისი და აქვს დასასრულიც” - ეს წერილი ,,მთავარი არხის“ ჟურნალისტმა მიშა სესიაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რასაც ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა და გაჟღერდა ინფორმაციაც იმის შესახებ, რომ ტელეწამყვანმა არხი დატოვა.

,,ძალიან დიდი მადლობა მთავარის საინფორმაციო გუნდს, რომელთანაც ბოლო 2 დაუვიწყარი წელი გავატარე!! თქვენ გაცილებით მეტი ხართ, ვიდრე მხოლოდ მეგობრები ან კოლეგები. თქვენ ჩემი ოჯახი და თანამებრძოლები იყავით ბევრი წლის განმავლობაში და ასე დარჩება დიდხანს!!! სამომავლო გეგმების შესახებ კი ოდნავ მოგვიანებით“, - წერს ჟურნალისტი.

CNews- მიშა სესიაშვილს დაუკავშირდა და შეეცადა გაერკვია, რას გულისხმობდა ჟურნალისტი საკუთარ პოსტში.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ არხი დატოვეთ, სად წახვედით?

-არსად არ წავსულვარ, ვრჩები არხზე.

გიორგი გაბუნიას გადაწყვეტილების შემდეგ, თქვენ ხომ არ წაიყვანთ ამიერიდან პოსტ ფაქტუმს-ს?

ხომ ვთქვი ამ ყველაფერს შეიტყობთ მოგვიანებით,- უპასუხა ჟურნალისტმა CNews-ის კითხვებს.

მანამ, სანამ მიშა სესიაშვილი საკუთარ გეგმებზე პირადად ისაუბრებს, CNews-თვის წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით დადასტურებულად გახდა ცნობილი, რომ ის ყოველ კვირას, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ნაცვლად, გადაცემა P.F.-ს წაიყვანს.

შეგახსენებთ, ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემიდან წასვლის თაობაზე განცხადება რამდენიმე კვირის წინ გააკეთა, თუ სად არის ამჟამად და რა პოზიციაზე ვიხილავთ მას, ამ დროისთვის უცნობია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა