სახელმწიფო ინსტიტუტების განადგურების პროცესში ქართული ოცნების წახალისება - "დროა"-ს განცხადება ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე

სულ ნახვები : 264
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

,,პრეზიდენტ ზურაბიშვილის ქმედება ეწინააღმდეგება 2021 წლის 27 დეკემბრის განცხადებაში დაფიქსირებულ მისსავე პოზიციას“ - ასე გამოეხმაურა პარტია ,,დროა“ სალომე ზურაბიშვილის მიერ, პარლამენტის დაჩქარებული წესით მიღებული კანონში შესატან ცვლილებებზე ხელისმოწერის საკითხს.

პარტიის მიერ გაჟღერებულ მიმართვაში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ ზურაბიშვილი ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკის პირდაპირი გამტარებელია.

,,პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, გაუქმების შესახებ კანონს. აღნიშნულით საქართველოს პრეზიდენტი შეუერთდა სასამართლო ხელისუფლებისა და სახელმწიფო ინსპექტორის წინააღმდეგ ქართული ოცნების მიერ განხორციელებულ სადამსჯელო კამპანიას.

პრეზიდენტმა არ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და თავი შეიკავა მოტივირებული შენიშვნებით კანონის პარლამენტისათვის დაბრუნებისაგან, უნდა შეფასდეს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების განადგურების პროცესში ქართული ოცნების წახალისება“, - ნათქვამია განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა