რა მდგომარეობაა რეანიმაციულ განყოფილებებში?

სულ ნახვები : 2,589
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

,,სამწუხაროდ, ცირკულირებს გარკვეული ბაქტერიული ინფექციები, განსაკუთრებით რეანიმაციულ განყოფილებებში“ - ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის მიერ გამოთქმული უკმაყოფილება, საავადმყოფოებში არსებულ ბაქტერიულ ფონთან დაკავშირებით, სრული რეალობაა, თუმცა ინფექციონისტი დასძენს, რომ ამის გაჟღერება მოსახლეობასთან საჭირო არ იყო, რადგანაც მათთვის ეს რთულად გასაგები საკითხი შეიძლება ყოფილიყო.

ცერცვაძის მტკიცებით, ბაქტერიული ფონი, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებებშია შექმნილი, გამოწვეულია იმ პროცედურებით, რაც იქ ტარდება, ამის აღმოფხრა კი ძალიან ძნელია იმ ინფრასტრუქტურის ფონზე, რაც ამჟამად არსებობს.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი,მედიასთან საუბრისას კოვიდის მართვის მეთოდებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ხელისუფლების როლი ვირუსის ფაქტობრივ უმართაობაში საკმაოდ დიდია, კონკრეტულად კი ხაზი პირბადის ტარების წესს და რეგულაციების ხელისუფლების მხრიდან აღსრულების მეთოდებს გაუსვა.

ცნობისთვის, საქართველოში, 13 იანვრის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 5326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ამავე მონაცემებით, გარდაიცვალა 48 ადამიანი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები