ფახულანში, საოკუპაციო-გამყოფ ხაზთან სახელმწიფო დროშა აღიმართება

სულ ნახვები : 355
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა.  დღეს საოკუპაციო-ხაზთან პირველად აღიმართება ქართული დროშა. ფახულანში სახელმწიფო დროშას საზეიმოდ წალენჯიხის მერია აღმართავს.  დროშის აღმართვა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე მოხდება.

"დღეს, 14 იანვარს 5 ჯვრიანი დროშა გამოიფინება წალენჯიხის ცენტრში. ასევე პირველად საოკუპაციო გამყოფ ხაზზე აღიმართება  საქართველოს სახელმწიფო დროშა როგორც სიმბოლო ეროვნული იდენტობის. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადგილი სწორედ ფახულანია იქ სადაც პულსაცია იგრძნობა ოკუპაციის სადაც ყველაზე მეტად საჭიროებს მოქალაქე  სახელმწიფოს გვერდში დგომას. ჩვენ გვახსოვს რომ  ქვეყნის 20% ოკუპირებულია და  ჩვენი ეროვნული კონსოლიდაციის საგანიც ტერიტორიული მთლიანობის საკითხია.

ეს დღე არ არის რიგითი სამუშაო  დღე, ან  რიგითი სახელობითი დღე. სახელმწიფო დროშის პატივისცემა ნიშანია რომ ჩვენი ეროვნული ღირებულებები ურყევი და უცვლელია", - განაცხადა CNews-თან საუბარში წალენჯიხის მერის მოადგილემ თამარ ბელქანია,.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები