პეტრე მამრაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ მიშას გარეშე ზეროა, მიშასთან ერთად 14%-ს ვერ ასცდება

სულ ნახვები : 853
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარლამენტის ყოფილი წევრი პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა გამოუვალ მდგომარეობაშია.

CNews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ის ამბობს, რომ ნაციონალების ნაწილს სააკაშვილთან უნდა გამიჯვნა, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავენ.

_ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ხალხის მაჯიდან ხელი ავიღეთ და მოსახლეობასთან შეხვედრებს უჭერს მხარს. პარტიის ერთი ნაწილი კატეგორიულად მოითხოვს, რომ საპარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდნენ. თქვენი აზრით რა ხდება?

_ რა ხდება და ხდება ნაციონალური მოძრაობის სრული მარგინალიზაცია, რაც მოსალოდნელიც იყო. ამის მიზეზი არის შემდეგი _ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები არ არსებობენ. ვისაც პარტია მხარდამჭერებს უწოდებს, ისინი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები არ არიან..

_ აბა ვინ არიან ისინი?

_ისინი სააკაშვილის ფანები არიან. ისინი ყოველთვის პირადად სააკაშვილს აძლევდნენ ხმას. მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, პირველი ნომერი გრიგოლ ვაშაძე იქნებოდა თუ ბუბა კიკაბიძე. ბოკერიასაც ეგონა რომ თავად წყვეტდა რაღაცებს, მაგრამ როცა არჩევნებზე დამოუკიდებლად, თავისი პარტიით იყარა კენჭი სავალალო შედეგი მიიღო, ნაციონალებმა, ამ შემთხვევაში მიშამ, საკმაოდ ბევრი ადამიანი გაიყვანა პარლამენტში.

მიხეილ სააკაშვილის სახით არსებობს ადამიანი, რომელსაც ავად თუ კარგად საქართველოს მოსახლეობის 13-14% მხარს უჭერს. დანარჩენები არიან 0. გამოდის სტაგნაცია და ლპობა. მიშას გარეშე ზეროები არიან, მიშასთან ერთად 14%-ს ვერ გასცდებიან. ეს არის რეალობა.

ერთადერთი გამონაკლისი არის ნიკა მელია, რომელმაც პირადი რეიტინგი შეიძინა, მაგრამ ისიც კი ჩამოიშორა მიხეილ სააკაშვილმა. მისი საქართველოში დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი მელია იყო. მიშას მე ძალიან კარგად ვიცნობ და ვიცი მისი ხასიათი. მან ვერ აიტანა ის, რომ ნიკა მელიას დაკავების კადრებმა მსოფლიო წამყვანი მედიასაშუალებები მოიარა.

ნაციონალური მოძრაობა დღეს არის ჩიხში. მათ მიშას გარეშე არაფერი არ შეუძლიათ, მიშასთან ერთად კი 14%-ს ვერ ასცდებიან. სააკაშვილი დღეს უკვე ბოდავს და ყოფილი ხელისუფლებისთვის ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა.

ნაციონალური მოძრაობა შესულია პოლიტიკურ ლპობაში, ეკონომიკურად მათ არაფერი უჭირთ. ამ პარტიის რამდენიმე ლიდერი არა მარტო მილიონერია, არამედ მულტიმილიონერი გახლავთ. მაგალითად კახა ოქრიაშვილი, ცეზარ ჩოჩელი, კობა ნაყოფია. არცერთ მათგანს არ აქვს იმის ამბიცია, რომ საკუთარ თავზე აიღონ ყველაფერი და თავისი ქონება და კეთილდღეობა შესწირონ პოლიტიკას.

_ დავუბრუნდეთ იმას რითაც დავიწყეთ საუბარი, დაშორდა ნაციონალური მოძრაობა ხალს? ან რატომ დაიწყეს ამაზე საუბარი?

_ ნიკა მელია ამბობს, რომ ხალხს დავშორდითო, ხალხს როგორ უნდა დაშორებულიყვნენ როცა მათ არც მიახლოებიან.

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები