საფინა-ბერულავას წყვილი ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილზე გავიდა

სულ ნახვები : 58
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ტალინში მიმდინარე ფიგურულ მოციგურავეთა ევროპის ჩემპიონატზე კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა მეოთხე ადგილი დაიკავა.

საფინა-ბერულავა მოკლე პროგრამის შემდეგ 61.93 ქულით მე-6 პოზიციაზე იყვნენ, მაგრამ თავისუფალი პროგრამა უკეთ შეასრულეს და 122.12 ქულით (62.30+59.82) მეოთხე შედეგი აჩვენეს, როგორც თავისუფალ პროგრამაში, ისე – ჯამში.

შეგახსენებთ, რომ კაცთა შორის მორის ყვითელაშვილმა მოკლე პროგრამის შემდეგ ასევე მეოთხე ადგილზეა, ხოლო ანასტასია გუბანოვა ქალთა შორის – მეექვსეზე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები