ნიკა მელიამ გიორგი გახარია ეშმაკობაში გამოიჭირა

სულ ნახვები : 13,832
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია ძალიან უცნაურად იქცევა. მისი პარტიის წყალობით უკვე რამდენჯერმე ჩაიშალა წალენჯიხის, რუსთავის, ზუგდიდის და სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ოპოზიცია ამ შემთხვევაში მზადაა, მხარი დაუჭიროს ნაპრემიერალის პარტიის კანდიდატს.  ვერც ნაციონალები და ვერც „ქართული ოცნება“ პარტია „საქართველოსთვის“ მხარდაჭერის გარეშე ვერაფერს აკეთებენ. ამით ყოფილი პრემიერი ცუდად სარგებლობს. თან ოპოზიციონერობას თამაშობს და თან „ქართულ ოცნებას“ ეკეკლუცება.

CNews-ის ინფორმაციით, გახარია ყველანაირად ცდილობს ბიძინა ივანიშვილზე გასვლას და საკრებულოების თემასაც ამისთვის იყენებს. სხვა შემთხვევაში რატომ უნდა გადარეულიყო, გინდა თუ არა წალენჯიხის საკრებულოში 9 თანამდებობიდან 4 „ოცნებას“ მიეცითო, როცა მმართველი პარტია უმცირესობაშია, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილი ყოფილ პრემიერთან დალაპარაკებას არ აპირებს. ის დღემდე ვერ პატიობს მთავრობის ექს-მეთაურს შარშანდელ დემარშს. გასული წლის თებერვალში გახარია იმის გამო გადადგა, რომ ნიკა მელიას დაკავების ოპერაცია შეეჩერებინა. არადა პოლიტსაბჭოზე თავად ითხოვდა მელია უნდა დავიჭიროთო.

ბიძინა ივანიშვილისა არ იყოს, გახარიამ თავისი ქმედებებით ნიკა მელიაც გამოიყვანა წყობილებიდან და რაღაცები წამოაძახა. გადაცემა „რეაქციაში“ ნაციონალების ლიდერმა თქვა, რომ ყოფილი პრემიერი ძალიან საეჭვოდ და უცნაურად იქცევა.

"ბატონი გახარია ძალიან უცნაურად იქცევა. ვერაფერი გავიგე, ვერც თავი, ვერც ბოლო. მისი პარტიის დამოკიდებულების ვერაფერი გავიგე. გამოვიდეს და კონკრეტულად გასცეს პასუხი წალენჯიხელებს, რუსთაველებს, სენაკელებს და ზუგდიდელებს. წალენჯიხაში “ოცნებამ” მხოლოდ 34% აიღო. იცით რას ამბობს გახარიას პარტია? – ჩვენ მოგვანიჭა ამომრჩეველმა დამბალანსებლის როლი და პოზიციები ჩვენ, “ოცნებამ” და “ნაცმოძრაობამ” ერთად გავიყოთო. ჩვენ რამდენიმე ადამიანი თანამდებობებზე რომ დაჯდეს, იმისთვის კი არ გვჭირდება საკრებულოს უმრავლესობა, არამედ იმისთვის, რომ კორუფციული სქემები აღარ ხლართოს “ოცნებამ”. იგივე აკეთებს ზუგდიდში, რუსთავსა და სენაკში", - აცხადებს ნიკა მელია.

მელიას თქმით, გახარიამ მშობლიურ ჩხოროწყუში მოქმედების სხვა სტრატეგია აირჩია. აღსანიშნავია, რომ ჩხოროწყუს საკრებულოს ოპოზიცია სრულად აკონტროლებს. თავმჯდომარეც ოპოზიციონერია და მისი სამივე მოადგილეც.

"ჩხოროწყუში გახარიამ იგივე არ გააკეთა. ეს ბატონი წარმოშობით ჩხოროწყუელი ყოფილა, არც ვიცოდი. ბატონ გახარიას ჩხოროწყუში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ეთაკილებოდა თანამშრომლობა. „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გახარიას პარტიას წარმომადგენლებს შორის დაკომპლექტება კარგია, იმიტომ რომ ფულს ვეღარ იპარავენ და მოქალაქეების საჭიროებებზე ზრუნავენ. ჩხოროწყუში გახარიას პარტიის სამი დეპუტატი მეორე ტურში გადავიდა, მათ შორის იმ სოფელში, საიდანაც არის და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ღიად საჯაროდ დაუჭირა მხარი. სამივე გახდა დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ ხმებით, იგივე მოხდა წალენჯიხაში. თუ მაშინ არ გეთაკილებოდა, როცა ჩვენი ადგილობრივი ლიდერები ღიად მხარს გიჭერდნენ და ჩვენი აქტიური მხარდაჭერით გახდით საკრებულოს წევრები, რატომ არ სცემთ პატივს სენაკელებს, რუსთაველებს, წალენჯიხელებს და ზუგდიდელებს. ვერ გავიგე. რატომ ფერხდება ამ ოთხ მუნიციპალიტეტში მაინც „ოცნების” დანაშაულებრივი სისტემის რღვევა", - კითხულობს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე.

ნიკა მელიას თქმით, თუ უახლოეს მომავალში თავმჯდომარის არჩევა ვერ მოხერხდება ზუგდიდში, სენაკში, რუსთავსა და წალენჯიხაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება გახდება საჭირო.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა