ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრის ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლეს?!

სულ ნახვები : 246
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მარჯანიშვილის თეატრი მედიაში გავრცელებული ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ლევან წულაძე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმაურება.

მარჯანიშვილის თეატრის ინფორმაციით, ლევან წულაძეს, გაუვიდა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციის ოთხ წლიანი ვადა.

„მოგესალმებით! 

დღეს ტელევიზიაში გავრცელდა ინფორმაცია რომ ლევან წულაძე გაათავისუფლეს მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან. მოგახსენებთ, რომ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ლევან წულაძეს, გაუვიდა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციის ოთხ წლიანი ვადა. 

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე გამოცხადდება კონკურსი. 

ასეთი კონკურსი ტარდება 4 წელიწადში ერთხელ. ლევან წულაძეს მიღებული აქვს მონაწილეობა კონკურსებში აქამდე რამდენიმეჯერ. ასეთივე კონკურსია გამოცხადებული საქართველოს თითქმის ყველა თეატრში. ჭოლა, როგორც აქამდე, ახლაც მიიღებს მონაწილეობას კონკურსში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები