წულუკიანი წულაძეზე: მას ვადა გაუვიდა

სულ ნახვები : 2,395
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ბატონი წულაძე არ გათავისუფლებულა, მას ვადა გაუვიდა“, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა რეჟისორ ლევან წულაძესთან დაკავშირებით განაცხადა.

წულუკიანის თქმით, თუკი წულაძე  ამ პოზიციაზე განაცხადს კვლავ შეიტანს მისი განცხადებაც განხილული იქნება. 

“ბატონი წულაძე არ გათავისუფლებულა, მას ვადა გაუვიდა, ისევე, როგორც რამდენიმე ათეულ სამხატვრო ხელმძღვანელს ჩვენს სისტემაში და მიმდინარეობს საკონკურსო პროცედურები.

თუკი იმ სამხატვრო ხელმძღვანელებივით, ვისაც ვადა გაუვიდა და ზოგიერთი მათგანი მართლაც ხელახლა აპირებს კანდიდატობას, პოზიციაზე განაცხადს ისიც შემოიტანს, რა თქმა უნდა, მისი განცხადებაც, როგორც ნებისმიერი სხვა, იქნება განხილული”, - განაცხადა წულუკიანმა. 

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რასაც მარჯანიშვილის თეატრი განცხადებით გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ „ლევან წულაძეს, გაუვიდა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციის ოთხ წლიანი ვადა“.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა