„მიხეილ სააკაშვილს სიტყვა გააწყვეტინო, ეს არაა ადვილი“ - ბექა ბასილაია სასამართლო პროცესზე

სულ ნახვები : 1,182
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ გამოსვლას სასამართლო პროცესზე მეორე დღეა აფასებენ პოლიტიკოსები და უფლებადამცველები. მესამე პრეზიდენტის ერთ - ერთი ადვოკატი ბექა ბასილაია Cnews - თან ამბობს, რომ პრეზიდენტის გზავნილების ადრესატი მოსახლეობა იყო, ბასილაია აღნიშნავს, რომ სააკაშვილმა რთული მდგომარეობიდან გამოსვლის გზებზე ისაუბრა:

„მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ გამოსვლას ჰქონდა დიდი მნიშვნელობა, მან ისაუბრა თავის ჩამოსვლის მნიშვნელობაზე, სააკაშვილი შეეხო ყველა იმ პრობლემას,  რაც ქართველი ხალხის წინაშე დგას, გუშინდელ გამოსვლაში უნდა დავინახოთ პროგრამა თუ როგორ უნდა გამოვიდეს საქართველო იმ რთული მდგომარეობიდან როგორშიც ახლაა ოლიგარქის პირობებში. სასამართლო ცდილობდა გაეწყვეტინებინა სიტყვა, რადგან ეს მოსამართლეები არიან პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებლები, მათ არ სურდათ ქართველ ხალხს პირდაპირ მიხეილ სააკაშვილისგან მოესმინა ის სიმართლე, რაც ქვეყანაში არსებობს, ამიტომ ცდილობდნენ პერიოდულად მის შეჩერებას, ყველას კარგად გვესმის მიხეილ სააკაშვილს სიტყვა გააწყვეტინო ეს არაა მარტივი.“ - აღნიშნა ბასილაიამ „Cnews“- თან.

შეგახსენებთ, გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის კვეთის ბრალდებით მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაგრძელდა, დაიკითხნენ ამ საქმეზე დაკავებულებიც.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა