ცერცვაძემ აზარაშვილი „ახალ ცოცხს“ შეადარა

სულ ნახვები : 1,369
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"მისი გამოცდილება, მათ შორის, სამხედრო მრეწველობის სფეროში, ეს მაინც სხვა ყაიდის ხალხია", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძემ ჯანდაცვის მინისტრის შეფასებისას ისაუბრა.

ცერცვაძის თქმით, ის წინა მინისტრის მართვითაც კმაყოფილი იყო, მაგრამ ახალი მინისტრისგან ყველა სიახლეს ელის, რადგან "ახალი ცოცხი კარგად გვის".

"მინდა ერთი რამ გითხრათ, რომ ჩვენ წინა მინისტრის მართვის კმაყოფილიც ვიყავით, რამეთუ ის საკითხები, რომელიც უშუალოდ უკვე მართვას ეხებოდა. აი, მაგალითად, პაციენტების ნაკადების მართვა, ეს წინა მინისტრის დროსაც იყო კარგად მართული, მაგრამ ბუნებრივია, რომ ახალი მინისტრისგან ყველა ელის რაღაც სიახლეს, ახალი ცოცხი კარგად გვის, მით უმეტეს, რომ მინისტრს აქვს ძალიან კარგი ბეგრაუნდი მენეჯერის და ფინანსისტის", - აღნიშნა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა