მოსამართლეთა ნაწილი სალომე ზურაბიშვილის ახალ დადგენილებას აპროტესტებს

სულ ნახვები : 779
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ აპირებს გაასაჩივროს პრეზიდენტის ახალი დადგენილება, რომელიც რიგგარეშე სესიაზე ჩუმად, დაჩქარებული წესით მიიღო პარლამენტმა. ინსტიტუტის აზრით, ყოვლად დაუშვებელია აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებში შემდეგი მუხლების შეტანა:

მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინება, იუსტიციის  საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი კვორუმის შემცირება, იუსტიციის საბჭოს წევრების თანამდებობაზე ზედიზედ ორჯერ ერთი და იმავე პირის არჩევის აკრძალვის გაუქმება და მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების გადაწყვეტილების მოწესრიგება.

სალომე ზურაბიშვილის დადგენილება ასუსტებს თითოეულ მოსამართლეს და აძლიერებს შიდა-კორპორატივიზმს, ასევე კლანურ გავლენებს სისტემის შიგნით.  კანონპროექტი კრიტიკულად შეაფასეს სამოქალაქო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო აქტორებმა, აგრეთვე თავად მოსამართლეთა ნაწილმა. მსგავსი ცვლილებების მიღება შემდგარი დემოკრატიის მქონე ქვეყნებშიც კი საყოველთაო და საჯარო ფორმატში განხილვის აუცილებლობას აყენებს დღის წესრიგში. შესაბამისად, საქართველოში, სადაც სასამართლო სისტემისადმი ნდობა უკიდურესად დაბალია, ასეთი გადაწყვეტილებების მიღების პროცესი მეტი  ღიაობით უნდა ხასიათდებოდეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა