ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა ისევ გააუქმეს

სულ ნახვები : 57
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ნოვაკ ჯოკოვიჩს არც ტიტულებმა უშველა და არც დიდმა სპორტსმენობამ – ავსტრალიის ხელისუფლებამ სერბ ჩოგბურთელს ვიზა გაუუქმა და ქვეყნიდან დეპორტაციას ითხოვს.

„მიგრაციის კანონის მიხედვით, გადავწყვიტე, რომ ბატონ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმდეს. გადაწყვეტილების მიღებამდე დეტალურად გავეცანი შინაგან საქმეთა სამინისტროს, ავსტრალიის სასაზღვრო სამსახურისა და ბატონი ჯოკოვიჩის მხარის მიერ მოწოდებულ საბუთებს. ავსტრალიის მთავრობა იცავს ქვეყნის საზღვარს, განსაკუთრებით კოვიდ-პანდემიის გამო“, – განაცხადა ავსტრალიის ემიგრაციის მინისტრმა ალექს ჰოუკმა.

თუმცა, ჯოკოვიჩი იმედს იტოვებს, რომ ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშებს, რადგან მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ შემთხვევისთვისაც მზად იყვნენ და გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებულს ბევრი დრო არ აქვს – მხოლოდ შაბათ-კვირა დარჩა და თუ მანამდე მეორე სასამართლო პროცესი ვერ მოიგო ქვეყნიდანაც გააძევებენ და ავსტრალიაში ჩასვლა 3 წლითაც აეკრძალება.

შეგახსენებთ, რომ 5 იანვარს ჯოკოვიჩს ავსტრალიის საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს. „სამედიცინო გამონაკლისის“, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობის ორგანიზატორებისგან მიიღო, საზღვარზე ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ჯოკოვიჩი რამდენიმე დღე ემიგრანტებისთვის განკუთვნილ სასტუმროში იმყოფებოდა, 10 იანვარს კი, ავსტრალიის ხელისუფლებას სასამართლო მოუგო და გაათავისუფლეს. თუმცა, ემიგრაციის მინისტრის გადაწყვეტილებამ მორიგი სადარდებელი გაუჩინა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები