სერგეი ლავროვი: შეთანხმების პერსპექტივები დამოკიდებულია უშუალოდ აშშ-ზე

სულ ნახვები : 56
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"ჩვენ ველოდებით პარტნიორების პასუხს, მათ კარგად გაიგეს, რომ ეს უნდა გაკეთდეს სწრაფად და ფურცელზე,“ - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა NATO-ამერიკისა და რუსეთის მოლაპარაკებების შემდეგ შეფასების კომენტირებისას განაცხადა.

ლავროვმა დასავლეთი  ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოებისა და რუსეთის ინტერესების უგულებელყოფის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

„ჩვენ ველოდებით პარტნიორების პასუხს, მათ კარგად გაიგეს, რომ ეს უნდა გაკეთდეს სწრაფად და ფურცელზე. იციან, რომ უსასრულოდ ვერ დაველოდებით. ჩვენთვის საჭიროა ან პასუხი ან კონტრ-შეთავაზება. გვსურს პუნქტებისა და მუხლების მიხედვით ვნახოთ, თუ რა არის მათთვის მისაღები, რა არის ჩასამატებელი, რა შესწორებები ექნებათ. თუ ჩვენს წინადადებებზე უარი ითქმება, რა თქმა უნდა ანგარიშს ჩავაბარებთ პრეზიდენტს, მივიღებთ გადაწყვეტილებას ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. მიუხედავად დასავლელებთან კონსულტაციების აუცილებლობაზე მითითებებისა, შეთანხმების პერსპექტივები დამოკიდებულია უშუალოდ აშშ-ზე,"- აცხადებს სერგეი ლავროვი. 

ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე ლავროვმა რამდენჯერმე ახსენა საქართველოც და 2008 წლის მოვლენები, რუსული ინტერპრეტაციებით გაიხსენა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები