ენმ-ეს ლაგოდეხის საკრებულოს წევრებმა კაბლის თემის მაცხოვრებლებთან შეხვედრა გამართეს

სულ ნახვები : 58
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლაგოდეხის საკრებულოს წევრებმა კაბლის თემის მაცხოვრებლებთან შეხვედრა გამართეს. თემის მაჟორიტარმა დეპუტატის -სავალან ალიევის განცხადებით:

„კაბალში წყლის მიწოდების   და შიდა გზების მდგომარეობა სავალალოა,  კერძოდ კი სოფელ განჯალაში, აკაციების ზემო უბანში, გზები იმდენად  სავალალო მდგომარეობაშია რომ პრაქტიკულად გადაადგილება შეუძლებელი ხდება.“ 

ენმ -ეს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ ალიხან ალაზოვის განმარტებით:

„კაბლის თემის მცხოვრებლები მნიშვნელოვან სასოფლო სამეურნეო პროდუქტს ქმნიან ადგილობრივი ბაზრისთვის აგრარული მიმართულება განადგურების პირასაა თუ არ ექნებათ მოგვარებული აქ მაცხოვრებლებს წყლის პრობლემა. ისედაც აქტიური მიგრაციის ფონზე ეს უფრო მეტად ქმნის პრობლემას რომ სოფლები დაიცალოს. ჩვენ უახლოეს მომავალში დავაყენებთ საკითხს ლაგოდეხის მერიაში და მოვითხოვთ რომ ეს პრობლემები დროულად იქნას გადაჭრილი. საჭიროა 2022 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნას ამ მოსახლეობის მნიშვნელოვანი პრობლემა.“

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები