ანასტასია გუბანოვა: ყინულზე ქართველი ვარ

სულ ნახვები : 291
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ, რომელიც საქართველოს სახელით გამოდის, 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამაში გამოსვლა მეექვსე ადგილით დაასრულა და ფინალში გავიდა.

გუბანოვამ საქართველოზე ისაუბრა.

„ბოლო მომენტამდე არ ვიცოდი, თუ გამოვიდოდი. გადაწყვეტილება ფედერაციამ მიიღო. ჩემთვის აქ გამოსვლა წარმოუდგენელი მოვლენაა. ძალიან გახარებული ვარ, რომ ასეთი შესაძლებლობა მომეცა. შევეცადე და ვფიქრობ, ამოცანა სანახევროდ უკვე შევასრულე. განსაკუთრებული ამოცანა არავის დაუსახავს, თავად ვცდილობ სუფთად ვისრიალო და სიამოვნება მივიღო.

ვგრძნობ თუ არა თავს ქართველად? რუსეთი მაინც გულში მაქვს, რადგან იქ დავიბადე და იქვე ვცხოვრობ. მრავალი წელი რუსეთის სახელით გამოვდიოდი. ის, რომ სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ ვსრიალებ, გარკვეულწილად გაორებას იწვევს. ყინულზე ქართველი ვარ, ცხოვრებაში კი, იგივე, ნასტია“, – განაცხადა გუბანოვამ.

გუბანოვა საქართველოს სახელით გასული წლის შემოდგომიდან გამოდის და პირველ წარმატებას ხორვატიაში დეკემბერში გამართულ „ჩელენჯერის“ სერიის ტურნირში მიაღწია, სადაც პირველი ადგილი დაიკავა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები