ზენონ იარაჯული: „პატრიარქი გახდება ის, ვინც ჩემი რჩეული იქნება“

სულ ნახვები : 5,621
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩაბარდა თუ არა ზენონ იარაჯული დევნილად დიდ ბრიტანეთს, - ამ თემაზე საპატრიარქოში კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა. თავად მეუფემ დევნილად ჩაბარების ფაქტი უარყო, მაგრამ განაცხადა რომ დიდ ბრიტანეთში იმყოფება და საქართველოში დაბრუნებას ჯერ-ჯერობით არ გეგმავს.

რელიგიის ფაილების გავრცელების მერე, მეუფე ზენონიც სკანდალში გაეხვა. კრებსებში არაერთი კომპრომატია მასზე. ცხადია, პირადი ცხოვრების დეტალებზე საჯაროდ საუბარს არც ამჯერად ვაპირებთ, მაგრამ საზოგადოებას შევახსენებთ რამდენიმე ეპიზოდს ზენონ იარაჯულზე.

2018 წლის 31 აგვისტოს კრებსის თანახმად,მეუფე ზენონი ნანა კაკაბაძესთან ერთად მომავალი პატრიარქის ვინაობას განიხილავს,და აცხადებს რომ მიტროპოლიტი შიო მუჯირი ამ ეტაპზე მისთვის საინტერესო არაა, და აღნიშნავს რომ მომავალი პატრიარქი გახდება ის,ვინც მისი რჩეული იქნება. (შესაძლოა,გულისხმობს მიტროპოლიტ გრიგოლ ბერბიჭაშვილს), ნ.კაკაბაძე იარაჯულის პოზიციას არ იზიარებს და მომავალ პატრიარქად შიო მუჯირს მოიაზრებს, თუმცა აღნიშნავს რომ ეს უკანასკნელი სუსტი ბუნების გამო ადვილად მოექცევა პატრიარქის მდივან რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის გავლენის ქვეშ.

კიდევ ერთი კრებსი ადასტურებს რომ ზენონ იარაჯულს ბინის იპოთეკა 90 000$ სრულად დაუფარა ბიზნესმენმა თამაზ სომხიშვილმა,და თან დაჰპირდა ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას. თავის მხრივ,ზენონ იარაჯულმა თამაზ სომხიშვილს ურჩია, არ დააფინანსოს ლაშა პაპაშვილის წამოწყება, ათონის მთაზე ქართველების საკუთრებაში სამონასტრო კომპლექსის გადაცემის შესახებ, რადგან ეს იდეა ხორციელდება მსოფლიო პატრიარქისგან დაფარულად, ზ.იარაჯული თვლის, რომ ამ პროექტის სახით ადგილობრივი ვატოპედის იღუმენი ეფრემი ცდილობს პაპაშვილის მსგავსი პიროვნების საშუალებით ფინანსური სარგებელი მიიღოს.

CNews-ის წყაროს ინფორმაციით, საპატრიარქოში სინოდის პირველივე სხდომაზე სუს-ის კრებსების ფიგურანტების საკითხის განხილვა იგეგმებოდა, და ზენონ იარაჯულის განცხადება, რომ საქართველოში დაბრუნებას ჯერ-ჯერობით არ აპირებს, შესაძლოა სწორედ სინოდის სხდომას უკავშირდებოდეს.

შეგახსენებთ, გასული წლის სექტემბერში სუსი-დან რელიგიის 57 000 ზე მეტმა ფაილმა გამოჟონა და კრებსები ქრონიკა+-ის მთავარ რედაქტორს ელისო კილაძეს, „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და „tv პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსს ნოდარ მელაძეს გაუგზავნეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა