Facebook-ზე ივანიშვილის კრიტიკის გამო წულუკიანმა სამი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა

სულ ნახვები : 1,866
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ძველით ახალ წელს, თეა წულუკიანმა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კიდევ სამი თანამშრომელი გაათავისუფლა. ამჯერად, კულტურის მინისტრის მსახვრალი მარჯვენის ქვეშ მოხვდნენ  ნინო ხუნდაძე, ნანა ბურჭულაძე და ნინო ჩიხლაძე:

აღნიშნულ წმენდაზე დეტალურ ინფორმაციას იძლევა სოფო კილასონია:

„გათავისუფლებები გრძელდება. ამჯერად ხატწერის ფონდის კურატორი ნანა ბურჭულაძე. რომელიც პირდაპირ იყო დაკავშირებული საგანძურთან. ნანა ბურჭულაძეს  უშუალოდ მინისტრმა ივანიშვილის ფეისბუქზე კრიტიკის გამო საყვედური გამოუცხადა შეხვედრაზე, ღიად და საჯაროდ. ამავდროულად, მინისტრის მრჩეველმა ნინო მიქიაშვილმა რამდენჯერმე გამოაქვეყნა  სოციალური ქსელში „გავრილოვის“ ღამის შემდგომი აქციების ფოტოები, სადაც ჩანდნენ  ნანა ბურჭულაძე და გუშინ გათავისუფლებული ნინო ჩიხლაძე. ფოტოებს ახლდა მრჩევლის კომენტარები, რომ ასეთი პოზიციის თანამშრომლები მუზეუმში არ უნდა მუშაობდნენ. ცხადია, მან ეს დაწერა სულ სხვა, თავისებური ლექსიკით -  სიძულვილის  ენით.  ეს თანამშრომლები, მათი მრავალწლიანი თავდადებული მუშაობის  და კვლევების მიუხედავად, მუზეუმში აღარ მუშაობენ. ეს ხდება ფონდების გადაადგილების წინ. გადაადგილების და მომავალი გეგმების შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის. არადა უნდა იყოს. თუმცა ვიცით, რომ სადღაც მიაქვთ. შენობას ცლიან. ხოლო შიდა კოლექტივში ამცირებენ -  პროფესიონალების და გამოცდილების მქონე კადრების რაოდენობას. თუკი მენდობით, გეტყვით, რომ უშვებენ იმ ადამიანებს, რომლებიც ღიად სვამენ შეკითხვებს. აქვეითებენ კი მათ, ვინც ფიქრობს, მაგრამ ჯერ ხმამაღლა არ აპროტესტებს. ეს ხდება მაშინ, როცა მუზეუმი დგას უკიდურესი გამოწვევის წინაშე და კადრების შემცირების მაგივრად, ოდენავ ადეკვატური ხელმძღვანელი ახალ კადრებს უნდა ახმარდეს გამოცდილ კურატორებს და ამ პარტიული თამაშისთვის არ უნდა ეცალოს არავის. მაგრამ, მართვის ორგანო სრულად პარტიულია“ - ასე ხსნის წულუკიანის მიერ თანამშრომელთა განთავისუფლების მიზეზებს კილასონია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა