გიორგი მშვენიერაძე: სააკაშვილის დაავადება დროულ რეაგირებას მოითხოვს

სულ ნახვები : 489
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„მისი [სააკაშვილის] დაავადება, რაც დაკავშირებულია ნევროლოგიურ პრობლემებთან, მოითხოვს დროულ რეაგირებას სამედიცინო თვალსაზრისით“, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა. 

მშვენიერაძის თქმით, მომავალი კვირიდან სამართლებრივ რეაგირებას დაიწყებენ. 

„მისი [სააკაშვილის] დაავადება, რაც დაკავშირებულია ნევროლოგიურ პრობლემებთან, მოითხოვს დროულ რეაგირებას სამედიცინო თვალსაზრისით, მათ შორის გასაკეთებელია მნიშვნელოვანი გამოკვლევები, რომელზეც დღემდე დუმს სასჯელაღსრულების სისტემა. მეორე მხრივ, ეს არის კონსულტირება სათანადო ექიმების მხრიდან. ამ საკითხებს დღეს კიდევ ერთხელ გავივლით მიხეილ სააკაშვილთან და შემდგომ, მომავალი კვირიდან დავიწყებთ სამართლებრივ რეაგირებას ამ საკითხებზე", - აცხადებს მშვენიერაძე. 

ადვოკატის აღნიშნავს, რომ დღემდე არ მისცემია მიხეილ სააკაშვილს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადმოყვანის შემდგომ საკუთარ ექიმთან კონსულტაციის საშუალება. 

გარდა ამისა, როგორც მშვენიერაძე აღნიშნავს, სამედიცინო დოკუმენტაციის მიღებაზე დღემდე დაბრკოლება აქვთ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა