შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილს საქციელი „დაუგმო“

სულ ნახვები : 335
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილს მოსამართლის შეურაცხყოფის გამო საყვედურობს.

13 იანვარს მიხეილ სააკაშვილს მოსამართლემ მოუწოდა მისკენ მიტრიალებულიყო. რაზეც სააკაშვილმა უთხრა, რომ მისი გადასაწყვეტი იყო საით გაიხედავდა.

"ზოგიერთ პოლიტიკოსს თუ ორგანიზაციას ტრადიციად ექცა შეტევა სასამართლოზე. კიდევ უფრო დაბალი დონეა შეტევა ინდივიდუალურ მოსამართლეზე. ასეთი საქციელი არის მიუღებელი. განსაკუთრებით იმ ადამიანისგან არის მიუღებელი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტი იყო", - განაცხადა პაპუაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა