ნინო წილოსანი ლადო ხინჩეგაშვილს "მტარვალი" მედიისგან იცავს

სულ ნახვები : 245
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მას შემდეგ, რაც გორის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ხინჩეგაშვილმა 73-დღიანი მუშაობის შემდეგ, გადაწყვიტა დაისვენოს, ამ ამბავს მედიის და საზოგადოების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა.

"ქართული ოცნების" დეპუტატმა ნინო წილოსანმა გადაწყვიტა "დაბულინგებული მერის",  როგორც თვითონ წერს, დაცვა.

დეპუტატმა წილოსანმა მედიის "მსაჯულობა" საკუთარ თავზე აიღო და ცენზის დაწესებაც გადაწყვიტა.

დღეიდან ნინო წილოსანს უნდა ვკითხოთ, რა დავწეროთ და როგორ? რა არის "ქართული ოცნებისთვის" მისაღები და რა არა!?

„აი ეს არის მარაზმი.

სრულიად მიუღებელია ლადო ხინჩეგაშვილის მიმართ მედიის დამოკიდებულება, მის შესახებ გავრცლებული ინფორმაციის ფორმა, შინაარსი და მოტივი!!!

არჩეულ თანამდებობის პირს, როგორც ნებისმიერ დასაქმებულს, ყველანაირი უფლება აქვს გამოიყენოს შვებულება და ეს არ შეიძლება მსგავსი განსჯისა და კრიტიკის საგანი გახდეს. მედიასაშუალებების მიერ ამ ფაქტის მსგავსი ფორმით გავრცელება და მისი შეფუთვა თითქოს იყოს დამაკნინებელი, შემარცხვენელი ქმედება, ემსგავსება ბულინგს. რაც მთავარია, ლადო ხინჩეგაშვილის მიმართ მედია ასე პირველად არ იქცევა", - წერს ნინო წილოსანი.

როგორც ცნობილი გახდა, ლადო ხინჩეგაშვილი შვებულებას აშშ-ში ატარებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები