ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი ფსიქოლოგებს ჰყავთ გასასინჯი

სულ ნახვები : 137
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარლამენტის წევრი ალეკო ელისაშვილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეწუხებულია. როგორც მედიასთან საუბარში ელისაშვილმა განაცხადა, მესამე პრეზიდენტზე ციხე ცუდად მოქმედებს და ის ფსიქოლოგებმა კარგად უნდა გასინჯონ.

„სააკაშვილმა გააცნობიერა, რომ კარგა ხანს ციხიდან ვერ გამოვა, როგორც ჩანს, ეს პერსპექტივა მძიმედ მოქმედებს მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ზოგჯერ მეშინოდა კიდეც გულწრფელად, მართლა ჯანმრთელად არის თუ არა ფსიქიკურად, ისეთი პასაჟები ჰქონდა, ვფიქრობდი, რომ მარტო დიეტოლოგებს კი არა, სერიოზულ ფსიქოლოგებს ჰყავთ გასასინჯი. ამას არ ვამბობ დაცინვით, როგორც ჩანს, ციხე მასზე კარგად ვერ მოქმედებს“, - განაცხადა ჟრნალისტებთან საუბარში ელისაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები