პაატა მანჯგალაძე: არ გამოვა ვიღაცამ გვითხრას, ბიჭებო, გავდივართ ქუჩაში და თუ არ მოხვალთ, ქოცებთან მიყიდულები იქნებითო

სულ ნახვები : 304
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ საპარლამენტო საქმიანობა უნდა გაააქტიუროს. „პალიტრის“ ეთერში საუბრისას მანჯგალაძემ არ გამორიცხა, რომ ისინი ქუჩის აქციებში მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, „სტრატეგია აღმაშენებელის“ გენერალური მდივანი ამბობს, რომ მათ ვერავინ დააშანტაჟებს, თუ ჩვენს დაძახილზე ქუჩაში არ გამოხვალთ, ქოცები იქნებითო.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ არის პარტია, რომელიც მართლაც გეგმით და სტრატეგიით მუშაობს. ჩვენ გვიჭირს ჩვენი კოლეგების დარწმუნება, ოპოზიციურ პარტიებს ვგულისხმობ, რომ აუცილებელია საპარლამენტო საქმიანობის გააქტიურება, ასევე, პარლამენტში თანაარსებობა, თანამშრომლობა პარტიების. მე არ გამოვრიცხავ ქუჩაშიც შეთანხმებულ საკითხებზე ერთობლივი აქციების გამართვას, მაგრამ ახლა ვიღაცამ გვითხრას „ბიჭებო, გავდივართ ქუჩაში და თქვენ თუ არ მოხვალთ, იქნებით ქოცებთან მიყიდულები,“ ასე არ ხდება. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ერთიან სამოქმედო გეგმაზე, სადაც შევთანხმდებით. ჩვენ არანაირი კომპლექსი არ გვაქვს, ნებისმიერ ძალასთან გამოვალთ, დავდგებით, ვიბრძოლებთ იმ უფლებებისთვის, იმ პრობლემების გადაჭრისთვის, რაც ხალხს აწუხებს, მაგრამ სამწუხაროა, რომ ხშირად ხალხის საჭიროებებზე უფრო წინ დგას პარტიული საჭიროებები. საკუთარი თავიდან და საკუთარი პოლიტიკური გადასახედიდან პოლიტიკური პროცესების დაგეგმვამ მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ. როდესაც ვგეგმავთ რაღაცას, უნდა ვიფიქროთ ქვეყანაზე“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა