როგორ ესმის ნინო წილოსანს დასავლელი პარტნიორების შფოთვები?

სულ ნახვები : 231
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

,,ჩვენს მეგობრებს აქვთ შეგრძნება, რომ მოსამართლეების დაკომპლექტება უნდა მოხდეს ოპოზიციის ჩართულობითაც”, - ასე ეხმაურება მმართველი პარტიის წარმომადგენელი ნინო წილოსანი დასავლელი პარტნიორების შეშფოთებას ქართულ მართლმსაჯულებასთან მიმართებაში.

წილოსანის თქმით ,,ქართული ოცნება” არის ის ძალა, რომელსაც ქართველმა ხალხმა რამდენჯერმე მისცა მართვის ბერკეტები და სწორედ ის გადაწყვეტს, თუ რა და როგორ უნდა მოხდეს.

,,ამ შენიშვნებს აქვს მხოლოდ ერთი წინაპირობა, ჩვენს მეგობრებს აქვთ შეგრძნება, რომ მოსამართლეების დაკომპლექტება უნდა მოხდეს ოპოზიციის ჩართულობითაც, თუმცა ისინი აიგნორებენ ფაქტს, რომ ქართველი ხალხი უკვე მერამდენედ ირჩევს ,,ქართულ  ოცნებას” იმისთვის, რომ მან აკონტროლოს და მართოს პროცესები გარკვეულწილად დამოუკიდებლად. დააკომპლექტოს სასამართლო, აწარმოოს პოლიტიკა და წარმოადგენს ხალხის ხმას პარლამენტში, ეს არის ძირითადი წინაპირობა გარკვეული შფოთვების, ჩვენი პარტნიორების მხრიდან”, - განაცხადა წილოსანმა ,,ჯორჯიან თაიმსის” ეთერშო.

ცნობისთვის, დასავლელი პარტნიორების მხრიდან არაერთგზის იყო მოწოდება და გაფრთხილება იმის შესახებ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრების დაჩქარებული წესით დანიშვნა არ იყო სწორი და მმართველ პარტიას ეს გადაწყვეტილება კარგად უნდა გადაეხედა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა