გვაქვს არასწორი საგარეო კურსი - სანდრო ბრეგაძე ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია

სულ ნახვები : 111
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

,,სურს საქართველოს რომელიმე ქვეყნის სამხედრო ბაზების განთავსება მის ქვეყანაში?” - რადიკალური ფრთის წარმომადგენელი პარტიის - ,,ქართული მარშის” ლიდერის სანდრო ბრეგაძის განცხადებით, უნდა გაირკვეს თუ რა საგარეო გზით სურს ქართველ ხალხს ცხოვრება.

ბრეგაძის შეფასებით, ნატოში გაწევრიანება საქართველოსთვის საფრთხის შემცველია.

,,საქართველო დაიღალა იმით, რომ ხან ერთი კორტნის მას და ხან მეორე. ეს არის იმის ბრალი, რომ გვაქვს არასწორი საგარეო კურსი, ჩვენ უნდა გავიგოთ რა სურს ქართველ ერს, სურს ნატოს გარეშე ცხოვრება, რაც მას გარკვეულ სტაბილურობიის გარანტიებს მისცემს, თუ სურს ნატოში ყოფნა, რაც შექმნის გარკვეულ საფრთხეებს, სურს საქართველოს რომელიმე ქვეყნის სამხედრო ბაზების განთავსება მის ქვეყანაში?”, - განაცხადა ბრეგაძემ ,,ჯორჯიან თაიმსის” ეთერში.

ცნობისთვის, ,,ქართული მარში” ერთ-ერთი ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ოკუპანტ ქვეყანასთან და რომელიც საქართველოში არაერთი სისხლიანი დღის შემოქმედია, მათ შორის, 2021 წლის 5 ივლისის.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები