ვინ არის ნანა ბურჭულაძე, რომელიც წულუკიანის მორიგი მსხვერპლი აღმოჩნდა?

სულ ნახვები : 3,281
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი საკადრო წმენდას აგრძელებს, ხელოვნების მუზეუმიდან მან კიდევ სამი თანამშრომელი გაათავისუფლა, მათ შორის არის მუზეუმის დიდი ხნის თანამშრომელი ნანა ბურჭულაძეც.

ბურჭულაძის გათავისუფლებას ,,მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც ეხმაურება და სოციალურ ქსელში იმ მომენტს იხსენებს, რომელიც მის მეხსიერებას ბურჭულაძესთან მიმართებაში შემორჩა.

,,სოხუმიდან არდადეგებზე თბილისში ჩამოსული ბავშვი ვიყავი, ასე 9-10 წლის, როცა დედას ეროვნულ მუზეუმში წაყვანა ვთხოვე. დედამ ჩვენს ახლო ნათესავს დაურეკა, რომლის დაც ამ მუზეუმში მუშაობდა. მოკლედ, დედამ წამიყვანა რვა ნომერი ტროლეიბუსით, ვაკიდან თავისუფლების მოედნამდე რომ დადიოდა, და დაგვხვდა ქალბატონი ნანა. მოგვატარა მთელი მუზეუმი, დაგვათვალიერებინა, მოგვიყვა. დღემდე ყურში ჩამესმის მისი თხრობა და მახსოვს მისი წარმოუდგენლად ლამაზი და ღრმა თვალები. აღფრთოვანებული და პირდაფჩენილი ვუსმენდი რამდენიმე საათი და თუ რამე ვიცი ქართულ კულტურაზე, ბევრწილად ამ თხრობით გაცნობილი ეროვნული საგანძურის წყალობით.

ჰოდა, დღეს მთავარის გამოშვებაში მომესმა ბავშვობიდან აკვიატებული თხრობა. შევხედე ეკრანს, პირბადის ზემოთ ნაცნობი და მეხსიერებაში ჩაბეჭდილი თვალები - არაჩვეულებრივი ქალბატონი ნანა!

ყვებოდა, როგორ გაუშვა კულტურის მინისტრმა წულუკიანმა ეროვნული მუზეუმიდან პოლიტიკური არასანდოობის მოტივით.

აი, ასე”, - წერს გვარამია.

ცნობისთვის, ხელოვნების მუზეუმში საკადრო წმენდა თეა წულუკიანმა 2021 წელს დაიწყო.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები