თუ სოციალურად დაუცველის სტატუსი არ გაქვს, ესე იგი მდიდარი ხარ - რა მოხდა სამტრედიაში?

სულ ნახვები : 41
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სამტრედიაში, სოციალური სააგენტოს სერვის ცენტრში, დღეს, 14 იანვარს მოქალაქე გარდაიცვალა, რომელიც უკიდურესად გაჭირვებული იყო, თუმცა მისთვის სოციალური დახმარების გაცემა ხელისუფლებამ მიზანშეწონილად იქიდან გამომდინარე არ მიიჩნია, რომ მოქალაქეს შესაბამისი ქულა არ ჰქონდა.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოქალაქე, რომლის დასახმარებლადაც სასწრაფო დახმარება მაშინვე გამოიძახეს, როგორც კი შეუძლოდ გახდა, ადგილზე მისული ექიმების ბრიგადას გარდაცვლილი დახვდა.

მოქალაქის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები