წეროვანის მაღალი დონის სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომლები განცვიფრებულნი შეჰყურებდნენ ამ სანახაობას - რას წერს კონსტანტინე გამსახურდია?

სულ ნახვები : 754
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

,,ცოტნეს მკურნალობენ საუკეთესო რეაბილიტოლოგები. მისი მკურნალობა აყვანილია პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის და თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს კონტროლქვეშ”- ეს სიტყვები კონსტანტინე გამსახურდიას მიერ, მის ძმასთან, ცოტნე გამსახურდიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული პოსტიდან არის, სადაც კონსტანტინე გამსახურდია მანანა არჩვაძე-გამსახურდიას და მისი მომხრეების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე საუბრობს.

გამსახურდიას თქმით, ის ადამიანები, ვინც ამ აქციებზე დგანან, არიან სექტანტები.

,,ქალბატონის" ობსესიურმა და ბოროტი შიზოფრენიით სნეულმა სექტამ, რომელიც დიდი ხანია უხეშად ერევა ცოტნეს მკურნალობაში და გაჰყივის, თითქოს მას ორი წელია მკურნალობის მაგივრად წამლავენ, სცადა მიტინგის მოწყობა წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრთან. "ჩვენ უნდა წავიყვანოთ ცოტნე", იყო მათი მოთხოვნა. "აქციის" მონაწილეები მეგაფონში გაჰყიროდნენ, იგინებოდნენ, იწყევლებოდნენ და კარების შემტვრევას ცდილობდნენ. წეროვანის მაღალი დონის სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომლები განცვიფრებულნი შეჰყურებდნენ ამ სანახაობას. საჭირო გახდა დამატებითი დაცვის გამოძახება. მომხვდურებს პოლიციის მხრიდან განემარტათ, რომ სამხედრო ბაზებთან ან ობიექტებთან, სადაც ჯარისკაცები გადიან რეაბილიტაციას, დაუშვებელია მიტინგი, მეგაფონების აგრესიული ხრიალი და ხმაური. დაუმორჩილებლებს კი 15-დღიანი საკანი ემუქრებათ. ამის შემდეგ მათ დატოვეს იქაურობა.

სექტანტები თავს ისულელებენ, თითქოს გიორგი გამსახურდია საერთოდ არ არის საქმის კურსში. შეგახსენებთ, რომ გიორგი არის ცოტნეს ოფიციალური მხარდამჭერი ანასთან ერთად და ჩვენთან ერთად თვალყურს ადევნებს რეაბილიტაციის პროცესს.

ცოტნეს მკურნალობენ საუკეთესო რეაბილიტოლოგები. მისი მკურნალობა აყვანილია პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის და თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს კონტროლქვეშ. ნუთუ მადლობის მაგიერია ასეთი მოვარდნა და უშვერი სიტყვებით ლანძღვა-გინება”, - წერს გამსახურდია.

ცნობისთვის, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მიერ მსგავსი ხასიათის აქციები, აღნიშნულთან დაკავშირებით, არაერთგზის იმართება, მისი მტკიცებით, ქალი, რომელიც აცხადებს, რომ ცოტნე გამსახურდიას მეუღლეა, სინამდვილეში მას შვილს ართმევს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა