რა საფრთხის წინაშე იმყოფებიან ადამიანები, რომლებმაც კოვიდი გადაიტანეს?

სულ ნახვები : 239
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

,,ვისთანაც გავიდა სამი და მეტი თვე ბოლო ვაქცინიდან, დაიმატეთ ვაქცინის დოზა” - იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ის ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსი ერთხელ უკვე გადაიტანეს ,,ომიკრონით” დაინფიცირების ყველაზე მაღალი რისკის მატარებლები არიან.

,,ძალიან დიდი მზაობა და ლოჯისტიკური უზრუნველყოფა სჭირდება ქვეყანას, ერთი მხრივ, საწოლფონდის მობილიზების, მეორე მხრივ, ჰოსპიტალური სექტორის გაძლიერების კუთხით. ამ ტალღის წინ, რომელზეც არის გარკვეული მოსაზრება, რომ ვერც ერთი ადამიანი ვერ გადაურჩება, ინფექციაგადატანილ ადამიანებში 5-ჯერ არის გაზრდილი რისკი, რომ კვლავ გახდნენ ავად. სამწუხაროდ, ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანებიც მაღალი რისკის წინაშე არიან”, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისივე შეფასებით, ,,ომიკრონისგან” თავდაცვის ერთადერთი გზა, არის ბუსტერ დოზა, რომელიც ყველა იმ ადამიანმა უნდა გაიკეთოს, რომლისთვისაც პირველი აცრდან სამი ან მეტი თვე არის გასული.

,,ყველაზე მეტად დაცული არიან ბუსტერული დოზის მქონე ადამიანები, მათი რიცხვი საქართველოში, სამწუხაროდ, 100 ათასს არ აღემატება. ძალიან ვთხოვ ჩვენს მოსახლეობას, ვისთანაც გავიდა სამი და მეტი თვე ბოლო ვაქცინიდან, დაიმატეთ ვაქცინის დოზა. ვაქცინა არის ვადიანი, სრულფასოვანი და თქვენ პრაქტიკულად 80-პროცენტიანი გარანტია გაქვთ, რომ დაავადება მძიმედ არ განვითარდება”, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

ცნობისთვის, 14 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5567 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით ,,ომიკრონით” ინფიცირების სულ, 1009 შემთხვევა ფიქსირდება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები