რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებს - აშშ

სულ ნახვები : 278
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსეთი აპირებს ცრუ მანევრების ჩატარებას უკრაინაში, რათა საბაბი მიეცეს შეჭრისთვის. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ვაშინგტონი ფლობს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, რუსეთმა დაავალა ოპერატიულ ჯგუფს, "ცრუ-დროშის" ოპერაცია ჩაატარონ უკრაინაში.

პენტაგონის პრესმდივნის, ჯონ კირბის განცხადებით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს აქვს სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთმა "გადასხა უკრაინაში ოპერატიული ჯგუფი,  დაევალათ შეასრულონ ოპერაცია, რომელიც გულისხმობს უკრაინაში მათზე ან რუსულენოვან ადამიანებზე თავდასხმას", რათა რუსეთს მიეცეს საბაბი  პოტენციური შეჭრისთვის." ჩვენმა სადაზვერვო სამსახურმა მიიღო ინფორმაცია,  რომ რუსეთი  საფუძველს უყრის შეჭრის საბაბის გაყალბების შესაძლებლობას“,-ამბობს ჯონ კირბი.

 ვაშინგტონის განცხადებით, აშშ-ს აქვს მტკიცებულება, რომ რუსეთის ოპერატიული ჯგუფი  გაწვრთნილია ურბანულ ომში და ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებაში დივერსიული აქტების განსახორციელებლად რუსეთის მარიონეტული ძალების წინააღმდეგ.   „ჩვენ ეს სპექტაკლი უკვე ვნახეთ 2014 წელს", - აცხადებს აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენელი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები