ჩასქროლილი იყო ჩემი ფესბუქის გვერდი - ნანა ბურჭულაძე

სულ ნახვები : 305
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

,,მე მათთვის ვიყავი არასასურველი ადამიანი“ - ეს განცხადება თეა წულუკიანის პოლიტიკური საკადრო წმენდის ერთ-ერთმა დაზარალებულმა, ხელოვნების მუზეუმის უკვე ყოფილმა თანამშრომელმა ნანა ბურჭულაძემ გადაცემა ,,პირველ ხაზში“ საუბრისას გააკეთა.

ბურჭულაძის თქმით, კომისია, რომელმაც მისი და სხვა თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლებაზე იმსჯელა, კარგად იყო ინფორმირებული იმ პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი აქტივობების შესახებ, რომლებიც მას ჰქონდა.

,, ჩვენი გასაუბრება კომისიასთან, რაც ამ გადაწყვეტილების მიღებას უძღვოდა წინ, ამით დაიწყო (პეტიციის ამბავი იგულისხმება). ჩასქროლილი იყო ჩემი ფეისბუქ-გვერდი და მე მათთვის ვიყავი არასასურველი ადამიანი, ამის შესახებ მითხრეს დღევანდელი გადაწყვეტილებით“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, ისიც და ყველა სხვა თანამშრომელი, რომლებიც გაათავისუფლეს, ეროვნული მუზეუმის მიერ შემუშავებული იდეის ერთგულები იყვნენ, რომლის განხორციელებაც წინა ხელისუფლების პერიოდში დაიწყო.

,,მე არ მეგონა, რომ სხვა თანამშრომლებსაც ისევე მოექცეოდნენ როგორც მე, მაგრამ იყო ეს მოსალოდნელი, რადგანაც ჩვენ ვართ მხარდამჭერები იმ სტრატეგიისა, რომელიც ჰქონდა ეროვნულ მუზეუმს“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა