გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორს სააკაშვილისთვის დაბადების დღის მილოცვა სამსახურის ფასად დაუჯდა

სულ ნახვები : 1,776
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორი მალხაზ ურთმელიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, ამის შესახებ სოციალურ ქსელში ენმ-ის ლიდერმა ეკა ხერხეულიძემ დაწერა.

ხერხეულიძის განმარტებით, მიზეზი ტორტი გახდა, რომელიც 21 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღის მისალოცად მედპერსონალმა მიართვა.

,,გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორი სამსახურიდან გაუშვეს. რატომ? იკითხავს კაცი...  იმიტომ, რომ 21 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეზე ექიმებმა  მიართვეს ტორტი, ასეთია რეჟიმის სახე... ", - წერს ხერხეულიძე.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გლდანის ციხიდან 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, რეაბილიტაციისთვის გადაიყვანეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები