ბრძოლა მოდერნიზაციასა და ნაფტალინიზაციას შორის - როგორ აფასებს ეკა კიკნაძე ხელოვნების მუზეუმში მიმდინარე პროცესებს

სულ ნახვები : 143
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

,,ხელოვნების მუზეუმი დღეს დგას ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე, ასეთი დიდი გამოწვევა ქართული კულტურის წინაშე ჯერ არ ყოფილა. ასეთი ადამიანების გარეშე ხელოვნების მუზეუმის დარჩენა და იმ პროცესების წარმართვა, რასაც ხელოვნების მუზეუმის რეაბლიტაცია ჰქვია, ვერ წარიმართება“, - ასე ეხმაურება ,,ტვ პირველის“ ეთერში ხელოვნების მუზეუმის ყოფილი დირექტორი ეკა კიკნაძე მუზეუმიდან სამი თანამშრომლის გათავისუფლებას, რომლებიც კულტური მინისტრ თეა წულუკიანის პოლიტიკური წმენდის ობიექტებად იქცნენ.

კიკნაძის შეფასებით, ის, რაც დღეს მუზეუმში ხდება, არის ბრძოლა, რომელიც ძალიან წააგავს ბრძოლას ნათელსა და ბნელს შორის.

,,ასეთი ადამიანები და მათ მიერ გაკეთებული საქმეები არის საზოგადოების საყრდენი, ის, რომ დღეს მათი ადგილი ხელოვნების მუზეუმში აღარ არის, დასტურია იმის, რომ ახალმა ხელმძღვანელობამ მეცნიერებას ამჯობინა უმეცრება. ეს არ არის მხოლოდ, რომ სამი ადამიანი დარჩა უმუშევარი, ეს არის გაცილებით უფრო დიდი პრობლემის ნაწილი და ეს არის ღირებულებების ბრძოლა, ეს არის ბრძოლა სინათლეს და სიბნელეს, მოდერნიზაციასა და ნაფტალინიზაციას შორის ბრძოლა, რომელიც წამოვიდა მას შემდეგ, რაც კულტურის სამინისტროში არის თეა წულუკიანი“, - აცხადებს კიკნაძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები