„სუს“-ის კონტროლის ქვეშ არასამთავრობო ორგანიზაციებიც მოექცნენ - ქართული და რუსული სპეცსამსახურების ერთობლივი მოქმედება

სულ ნახვები : 1,056
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

არასამთავრობო ორგანიზაცია, „მრგვალი მაგიდა თავისუფალი კავკასია“ რომელიც მუშაობს კავკასიელ ხალხებს შორის კეთილმეგობრული ურთიერთობების გამყარებაზე რამდენიმე ხნის წინ დარეგისტრირდა, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლადო გამსახურდია CNews-თან ამბობს, მათ გააჩნიათ საკუთარი დროშა და გერბი.

მისივე თქმით, თვალთვალი, როგორც რუსული სპეცსამსახურებიდან ისევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ზუსტად ორგანიზაციის დარეგისტრირების შემდეგ დაიწყო, ლადო გამსახურდიას თქმით, „თავისუფალი კავკასია“-ში იგულისხმება კავკასიელი ერების თავისუფლება მთლიანად კავკასიის რუსული მრავალწლიანი ოკუპაციისაგან:

„მრგვალი მაგიდა თავისუფალი კავკასიაა“ რუსეთის ფედერაციის საზღვრის კვეთის შემთხვევაში 280 მუხლით დასჯა გველოდება, რადგან საუბარია კავკასიის თავისუფლებაზე, თუმცა მხოლოდ საპყრობილე შესაძლოა არ მაკმარონ რუსებმა, რაც შეეხება საქართველოს აქაც გვაქვს პრობლემები, თვალთვალის ობიექტი გავხდი პირადად მე და ხშირად შემიმჩნევია დაბურული შუშებით სპეცსამსახურების მანქანა, მაგალითად: გუშინ დარბაზში ტრენაჟორებზე ვარჯიშის დროს თეთრი ჩაბურულ შუშებიანი პიკაპიდან გადმოვიდა ორი პირი დარბაზში შემოვიდნენ შემათვალიერეს და წავიდნენ, როდესაც ვარჯიშს მოვრჩი კარადა სადაც ტანისამოსი ინახებოდა ღია დამხვდა, ტანსაცმელი არეული. მიუხედავად იმისა, რომ გასაღებზე იკეტებოდა, არაფერი დამკარგვია, მაგრამ მაინც უჩვეულო და სახიფათოა.

მე მინდა ვისარგებლო ვითარებით და აქვე მივმართო საქართველოს მთავრობას: მთავრობა უნდა იყოს კონსტიტუციის გარანტი, რაც მთლიანად აგებულია ხალხის კეთილდღეობაზე და პირველ რიგში მათ უსაფრთხოებაზე, რადგან სახელმწიფო არის ხალხი. მოგიწოდებთ გახდეთ კონსტიტუციის დაცვის გარანტი და თქვენს მიერ დარეგისტრირებულ ორგანიზაციების მუშაობა უზრუნველვყოთ უსაფრთხო გარემოში,“ - ამბობს გამსახურდია CNews-თან.

გამსახურდია თლის, რომ მასზე ზეწოლა ორგანიზაციის მნიშვნელობამ განაპირობა:

„მრგვალი მაგიდა” მოიაზრება თანასწორობის პლატფორმად, სწორედ ამიტომ არის ის მრგვალი რომ ირგვლივ ყველა თანასწორია.

სამომავლოდ,რომ გავძლიერდებით მოვისაზრებთ კავკასიური ქვეყნების, კავკასიურ მრგვალ მაგიდას. ჩვენი მიზანია საქართველოს შიდა პოლიტიკის გარდა საგარეოსაც გავწვდეთ, ვცდილობთ მსოფლიოს მასშტაბით შევქმნათ კავკასიური დიასპორები და დაუკავშიროთ თბილისს.

დასავლური ცივილური დემოკრატიის ჩირაღდანი ჯერ უნდა აინთოს საქართველოში და ჩვენი გავლით შევიდეს განათლების, განვითარების და დემოკრატიის სხივი მთლიანად კავკასიაში, ჩვენ უნდა გავხდეთ საყრდენი წერტილი ნატოსა და ევროკავშირის, რაც მთელს კავკასიას მოედება. მიზანი არ უნდა იყოს მხოლოდ საქართველოს გაწევრიანება ნატოს სამხედრო ალიანსში და შერწყმა ცივილურ სამყაროსთან, არამედ დანარჩენი კავკასიისაც, ჩვენ როგორც რეგიონის გულს არ გვაქვს უფლება ჩვენი მოძმე ერები ჩავტოვოთ რუსულ კლანჭებში, სადაც ნელ-ნელა მონობაში მიილევიან . დღესდღეობით ჩართული ვართ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში იმ დოზით რამდენადაც ძალა შეგვწევს, რადგან საქართველოს თავისუფლებიდან იწყება კავკასიის თავისუფლება. ძლიერი და ერთიანი საქართველო კავკასიის თავისუფლების საწინდარია,“ - განუცხადა CNews-ს ლადო გამსახურდიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა